1. პირი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
3. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
4. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე აუქციონში მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონში გამარჯვებულად დასახელდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ონლაინრეჟიმში დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
5. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
6. აუქციონში გამარჯვებულსა და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინება