1. ელექტრონული გზით აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა (სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების გადაცემის შესახებ.
2. ტურისტული მომსახურების აუქციონის ფორმით გადაცემის შემთხვევაში, გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ოდენობაში.
3. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ტურისტული მომსახურების დასახელება;
ბ) ინფორმაცია ტურისტული მომსახურების გადამცემისა და მიმღები სუბიექტის შესახებ;
გ) ტურისტული მომსახურების გადამცემის დადგენილი საფასურის რაოდენობა;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები;
ე) აუქციონის ტურისტული მომსახურების გადაცემის პირობები და ვადები;
ვ) სხვა მონაცემები, გამოცხადებული აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე ან ვერ უზრუნველყოფს აღებული ვალდებულებების შესრულებას, 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების მიღება აუქციონის ფორმით ან ამავე დებულების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით.
6. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ტურისტული მომსახურების მიმღებ