1. ტურისტული მომსახურების მიმღები პირი ვალდებულია, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და აუქციონის ფორმით ტურისტული მომსახურების გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე.

2. აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, ტურისტული მომსახურების გადაცემიდან გამომდინარე უფლებები დაარეგისტრიროს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ტურისტული მომსახურების მიმღებს არ აქვს უფლება, ტურისტული მომსახურების უფლება გადასცეს მესამე პირებს.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ტურისტული მომსახურების მიმღები იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, შემდეგი წესით:

ა) ტურისტული მომსახურების გადაცემის საფასურით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში − მისი 0,1 პროცენტი, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა  (ასეთის  არსებობისას)  შეუსრულებლობის შემთხვევაში − დარჩენილი განსახორციელებელი  ინვესტიციის 0,1 პროცენტი, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) ტურისტული მომსახურების მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულები