1. „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება“ (შემდგომში − დებულება) შემუშავებულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ასეთი ქონების არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით (შემდგომში − ტურისტული მომსახურება) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების პროცედურებს.
2. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.
3. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტურისტული მომსახურების აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია, ტურისტული მომსახურება გადაეცეს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურებით განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვიდან (ბრუნვა − სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით, ტურისტული მომსახურება გადაეცემა აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს ყოველწლიური ბრუნვიდან ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.
4. ტურისტული მომსახურების აუქციონის ფორმით გადაცემა შეიძლება, განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. ტურისტული მომსახურების გადაცემის საფასური განისაზღვრება ამ დებულებით.
5. ტურისტული მომსახურების მიმღები შეიძლება, იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
6. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
7. სააგენტო ტურისტული მომსახურების გადაცემის შესახებ ინფორმაციას 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
8. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, აუქციონის გარეშე ტურისტული მომსახურების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
9. ტურისტული მომსახურების გადაცემა ხდება ამ დებულების შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, როცა ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ქონებას არ გააჩნია დაცული ტერიტორიის სტატუსი, მაგრამ იგი სარგებლობაში აქვს გადაცემული სააგენტოს.
10. ტურისტული მომსახურების გადაცემისას ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ასეთი ქონების არსებობის შემთხვევაში) სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება იჯარის ფორმი