1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი;
ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობებით მიღებული შემოსავლები;
ვ) რეკრეაციული, სამეურნეო, ტურისტული და არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;
ზ) ამ კანონის მე-12 მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები;
თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები;
ი) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები;
კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით, აგრეთვე დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემითა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები.
21. ამ კანონის მე-12 მუხლის 25 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. დაცული ტერიტორიების გასხვისება აკრძალულია.
5. (ამოღებულია - 15.12.2021, №1103).
6.
(ამოღებულია - 15.12.2021, №1103).
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №865 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.32
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3975 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.342
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის
კანონი №1357
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 17
თებერვლის
კანონი
№4736
- ვებგვერდი, 25.02.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1103 – ვებგვერდი, 24.12.2021