1. აუქციონი ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება;
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;
დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;
ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს გადახდა.
3. თუ აუქციონში მონაწილე აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება.
4. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ტურისტული მომსახურების გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
5. პირს შეიძლება უარი ეთქვას ინტერნეტაუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, ამ დებულების შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ტურისტული მომსახურების მიმღებ პირად;
ბ) დარღვეულია ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებ