1. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით.
2. სააგენტო უფლებამოსილია, აუქციონი ჩაატაროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.
3. სააგენტო აუქციონის გამოცხადების თარიღამდე არანაკლებ 10 (ათი) და არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურების გაცემის შესახებ აუქციონის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას ვებგვერდებზე: www.eauction.ge და www.apa.gov.ge.
4. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს:
ა) შეცვალოს აუქციონის პირობები;
ბ) შეწყვიტოს აუქციონი.
5. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ვებგვერდებზე.
6. თუ სააგენტომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ტურისტული მომსახურების გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წერილობითი მოთხოვნის სააგენტოს მიერ მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
8. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
9. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ტურისტული მომსახურების გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) გადასაცემი ტურისტული მომსახურების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) ტურისტული მომსახურების გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრული, ელექტრონული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (შემდგომში – უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია)/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც არ აღემატება 5000 ლარს. ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს ემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულების 0.2%;
ე) ტურისტული მომსახურების გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ბიჯის სიდიდეს, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტო;
ზ) სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ტურისტული მომსახურების გადაცემის ვადას, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტო;
ი) ყველა სხვა ინფორმაციასა და პირობას, რომელსაც გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
10. ტურისტული მომსახურების მიღების მსურველ პირს უფლება აქვს, მიიღოს ტურისტული მომსახურების შესახებ სააგენტოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
11. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს გადასაცემი ტურისტული მომსახურების სპეციფიკა