1. ერედვის  მუნიციპალიტეტის უძრავ და მოძრავ ქონებას, სარგებლობის უფლებას,  ერედვის მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების აქციებს/წილებს სააუქციონოდ ამზადებს აუქციონატორი.  ქონების სააუქციონოდ მომზადების საფუძველი, მოძრავი ქონების შემთხვევაში, შეიძლება იყოს ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ან/და ნებისმიერი დაინტერესებული პირის მომართვა, ასევე - ერედვის მუნიციპალიტეტის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წინადადება, წილებისა და აქციების შემთხვევაში - ერედვის მუნიციპალიტეტის  მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულება, სარგებლობის უფლების შემთხვევაში - დაინტერესებული პირის მომართვა, ხოლო უძრავი ქონების მომზადება ხდება დაინტერესებული პირების განცხადების, მათ შორის ელექტრონული განცხადების საფუძველზე ან/და აუქციონატორის შეხედულებისამებრ.

2. ქონების სააუქციონოდ მომზადება გულისხმობს ქონების შერჩევას, აზომვას, რეგისტრაციას და  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი  ღონისძიებების გატარება