აუქციონის მონაწილე კარგავს წარმოდგენილ საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბე, შემდეგ შემთხვევებში:
ა) აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
ბ) აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილეა და მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
გ) აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მონაწილეს მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა;
დ) აუქციონის მონაწილე ხელს შეუშლის აუქციონის ჩატარებას;
ე) დაარღვია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესით გათვალისწინებული პირობებ