1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 და მე- 4 პუნქტების და მე-6 მუხლის შესაბამისად გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) აუქციონატორის ვებგვერდზე (www.eauction.ge) დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე,იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების და პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონის პირობების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წერილობითი ფორმით წარდგენა.
3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ერედვის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული საპრივატიზაციო ქონებისთვის ცალ-ცალკე.
4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნებ