1. ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, იღებს ცენტრის დირექტორი.
2. ქონების განკარგვის ფორმა თანხმდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
3. თუ მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 200 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი.
4. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, უხარისხო ან/და ისეთი საქონლის არსებობის შემთხვევაში, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ქონების შეფასების კომისია შესაბამისი ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების (ექსპერტი) ან სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, ამზადებს დასკვნას ამ ქონების განადგურების შესახებ, რაც წარედგინება ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილების მიღებისათვი