1. საჯარო აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სააუქციონო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კონსულტანტისა და აუქციონის წამყვანისაგან.
2. ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრი განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.
3. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.
4. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომლის ოდენობაც უნდა შეადგენდეს ქონების რეალიზაციის საწყისი საფასურის არანაკლებ 10%-ს.
5. აუქციონის ჩატარების თაობაზე ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, აუქციონის დაწყებამდე სულ ცოტა 5 კალენდარული დღით ადრე (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში სულ ცოტა 2 კალენდარული დღით ადრე) ცენტრი აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს (აუქციონის ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს);
გ) სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში - ლოტების მიხედვით);
დ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს (მათი არსებობის შემთხვევაში) ოდენობას;
ვ) ცენტრის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და საკონტაქტო პირს;
ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს.
6. სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხს განსაზღვრავს ცენტრ