1. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების სარეალიზაციო საფასური;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

გ) აუქციონში გამარჯვებულმა ამ წესით განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ უზრუნველყო ქონების გატანა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება ცენტრის ანგარიშზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება ცენტრის ანგარიშზე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ამ წესით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობებ