1. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამყიდველი.
2. აუქციონის ფორმით ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცეში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. აუქციონის ფორმით ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას ახორციელებს გამყიდველი. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
4. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
5. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
6. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება გამყიდველის ინიციატივით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებით და ადგილობრივ გაზეთში. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
7. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით.
8. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ამ წესით განსაზღვრულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
11. თუ გამყიდველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უკან უბრუნდება.
12. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ამ ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ამასთან, შესამცირებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს გადაწყვეტილებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ცალ-ცალკე, ხოლო, თუ ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 25.02.2011
მუხლი 5. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
თავი II — ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 25%
- განაკვეთი 30%
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონება
- მუხლი 3. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესები
- მუხლი 4. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 13. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 5, №37, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.115.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1174542/muxli-5/