1. საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში ცენტრსა და აუქციონში გამარჯვებულს  შორის ფორმდება ნასყიდობის  ხელშეკრულება.

2. ცენტრსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, სარეალიზაციო ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს აუქციონის პირობებში.

3. აუქციონში გამარჯვებულმა სარეალიზაციო საფასური უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს  10 კალენდარული დღისა.

4. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება ცენტრის ანგარიშზე.

6. საჯარო აუქციონში დამარცხებულს უფლება აქვს, საჯარო აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღისა, ხოლო ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, აუქციონის შედეგების დადგომისთანავე.

7. ცენტრი უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებ