1.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.
4.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში სარგებლობის უფლების გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს და წერილობითი სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ნიმუშს ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
5.
მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით მათ შორის ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები;
ვ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
6.
ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირ