1.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას.
2.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
3.
უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია, მხოლოდ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
4.
უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის, ფორმდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება).
5.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
6.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით