1.
თუ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
2.
პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
3.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4.
საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისაგან შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
5.
ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
6.
ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:

ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.

7.
ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
8.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა