1.
პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში. რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). თუკი, ერთი და იმავე ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლების გადაცემისთვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შესულია რამდენიმე განცხადება, აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი.
2.
პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
3.
პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:

ა) განცხადებას;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება  მოთხოვნის მიღებიდან