1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.
3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ორი კვირა, აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელი იხილავს შემოსულ განცხადებას ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს