1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.
3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ორი კვირა, აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
4. ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელი იხილავს შემოსულ განცხადებას ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს
აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.02.2011
მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ორგანიზება
თავი III — აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა
მთავარი მონაცემები
- ვადა ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ორგანიზება
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 23. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 25. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ქონების იჯარა
- მუხლი 20. ქონების თხოვება
- მუხლი 21. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 22. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 23. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 25. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 26. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
- მუხლი 27. დავათა განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №4, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.110.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1217714/muxli-24/