1. ქონების იჯარის ფორმით გაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ, გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეცვალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარესგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას.
ბ) არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში
მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 21.09.2011
მუხლი 19. ქონების იჯარა
თავი III — მარტვილის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 14. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გაცემის ორგანიზება
- მუხლი 15. ქონების სარგებლობაში გაცემის საერთო პირობები
- მუხლი 16. ქონების უზუფრუქტის უფლებით გაცემა
- მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გაცემა
- მუხლი 18. ქონების ქირავნობა
- მუხლი 20. ქონების თხოვება
- მუხლი 21. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 22. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 23. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ორგანიზება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №9, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1322032/muxli-19/