1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში,თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს,წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს სა
ჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუ
ხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას სამი თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
მუხლი 19. ქონების იჯარა
თავი 3 — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. 1. ქონებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
- მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 15. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 16. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. ქონების ქირავნობა
- მუხლი 20. ქონების თხოვება
- მუხლი 21. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 23. პირდაპირი განკარვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 24. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 25. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ.“, მუხლი 19, №8, 22.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1618467/muxli-19/