1. ქონების უზურფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის,თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების
სარგებლობაში
გადაცემა შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. ქონების უზურფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც, თავის მხრივ,აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გადაწყვეტილების მიღების შესახებ წინადადებას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თანხმობით.
4. ქონება,რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის,თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ხელშ
ეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება