1. ქონების
სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით;
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით
გადაცემისას საწყისი ქირის ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანო.
ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს აგრეთვე სახელმწიფოებისა და თვითმმართველი ერთეულის ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს