1. პირდაპირი მიყიდვის, მათ შორის, კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ხელშეკრულების დასადებად.
2. შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული საკრებულოს თავმჯდომარე მყიდველთა ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში.
3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი ნასყიდობის თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
4. ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველი
სა და მყიდველის შესახებ;
ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები;
გ) შეძენილი ქონების დასახელება;
დ) შეძენილი ქონების შემადგენლობა;
ე) ნასყიდობის ფასი და გადახდის ვადები;
ვ) შეძენის პირობები (ვალდებულებები), თუ ისინი დადგენილია ადგილო
ბრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით;
ზ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
თ) კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირ მიყიდვის შემთხვევაში
ასევე ინვესტიციის მოცულობა და მისი განხორციელების გრაფიკი;
ი) სხვა მონაცემები დასადები ხელშეკრულებები სპეციფიკის გათვალისწინებით;
კ) ამ დებულების მე-4 მუხლის
გათვ
ალისწინებით პირგასამტეხლო.
5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას,მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის
, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები,მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულები პირობით