1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი განკარგვის წესით.
2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვების გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის წესის სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანის სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასისი გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და იქვეყნის, ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო გადასაცემი ქონებისა მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით