1. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
2. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიული პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით