1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს „მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია’’ (შემდგომში-კომისია).
2. კომისია, „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებას.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას
/ბეს გასაყიდი ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით;
ვ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას