1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ხელშეკრულებას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დაიდოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება,რომელსაც ხელს აწერს მესტიის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდალურ დღეში.
4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს;
ზ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის 24-ე მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს;

თ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი