1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 თვისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში, ხოლო წარდგენილი „საბანკო გარანტია“ წერილობითი მოთხოვნისთანავე.
4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს.
ზ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის 26-ე მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს;
თ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი
ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.12.2010
მუხლი 25. გარიგებათა გაფორმების წესი
თავი III — ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 20. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 21. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 22. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 23. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 26. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
- მუხლი 27. დავათა განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 25, №32, 05.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.144.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1085627/muxli-25/