1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მისი ქირის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე სააუქციონერო კომისიის წარდგინებით).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება ქირის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს ქირის საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს ქირის საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ქირის ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება სარგებლობის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ქირის ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი
ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.12.2010
მუხლი 23. აუქციონის ჩატარების წესი
თავი III — ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მთავარი მონაცემები
- ვადა 7 კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 20. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 21. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 22. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 25. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 26. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
- მუხლი 27. დავათა განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №32, 05.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.144.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1085627/muxli-23/