1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ლენტეხის   მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც ლენტეხის   მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.

4. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები;

ბ) ცნობები ლენტეხის მუნიციპალიტეტის აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;

გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესის 28-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები;

ვ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები;

ზ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.

5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ