1. მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები მუნიციპალიტეტის აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები მუნიციპალიტეტის ქონე-ბის შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესის 28-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები;
ვ) მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ