გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N4-----------------
N2/2---19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.01.2020 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,გა---–--ი’’;
წარმომადგენელი - თა----- ჭუ---–--ლი;
მოპასუხე - და---- ხი-----–--ლი, მა----- ნა----–-ძე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
სხდომის სახე: ზეპირი განხილვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს და---- ხი-----–--ლს და მა----- ნა----–-ძეს მოსარჩელე - შ.პ.ს. ,, გა---–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2 638,28 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელე - შ.პ.ს. ,, გა---–--სა '' და მოპასუხეს და---- ხი-----–--ლს შორის 2019 წლის 14 თებერვალს დაიდო მოძრავი ნივთის, კერძოდ თუნუქის სახურავის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა საქონელი და მას 2019 წლის 14 აპრილამდე უნდა გადაეხადა 1499,80 ლარი.
ამავე ხელშეკრულების თანახმად თანხის გადახდის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შეთანხმდნენ გადასახდელი თანხის 0.5% პირგასამტეხლოზე.
იმავე დღეს მოსარჩელესა და მოპასუხე მა----- ნა----–-ძეს შორი დაიდო ამ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მა----- ნა----–-ძემ იკისრა სოლიდარულად აგოს პასუხი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით საფუძველზე აღებული ვალდებულების ( ძირითადი თანხის, პროცენტის და გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით) გადახდაზე ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ამ უკანასკნელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე და---- ხი-----–--ლმა სარჩელი ძირი თანხის ნაწილში სცნო, მაგრამ არ სცნო პირგასამტეხლოს ნაწილში და განმარტა, რომ მან მოსარჩელეს სთხოვა გადაევადებინა ვალის გადახდა და პირველ ეტაპზე მზად იყო გადაეხადა 500 ლარი, მაგრამ მოსარჩელე ამ პირობას არ დასთანხმდა.
საბოლოოდ მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს 1499,80 ლარის ნაწილში, ასევე განმარტეს, რომ მზად არიან გადაიხადონ ადვოკატის ხარჯები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,გა---–--სა ’’ და მოპასუხე - და---- ხი-----–--ლს შორის 2019 წლის 14 თებერვალს დაიდო განვადების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა თუნუქის სახურავი 1499,80 ლარის ღირებულების, რომლიც თანხა უნდა გადაეხადა 2019 წლის 14 აპრილამდე.
განვადების თანხის ვადის გადაცილებისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,5%.
3.2. მოსარაჩელესა და მოპასუხე მა----- ნა----–-ძეს შორი დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მა----- ნა----–-ძემ იკისრა სოლიდარულად აგოს პასუხი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით საფუძველზე აღებული ვალდებულების ( ძირითადი თანხის, პროცენტის და გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით) გადახდაზე ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ამ უკანასკნელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
3.3. მოპასუხე ინფორმირებულია დავალიანების შესახებ.
3.4. მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების შესრულების ვადა გავიდა 14.02.2019 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი;
- განვადების ხელშეკრულება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 420-ე, 477-ე, 5051 , 506-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულებები მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დადგენილია, რომ მოპასუხე მა----- ნა----–-ძე თავდებად დაუდგა ძირითად მოვალეს და---- ხი-----–--ლს მოპასუხიე წინაშე მისი ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად- თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მითითებული კანონის მოთხოვნა სრულად არის შესრულებული და მოპასუხე მა----- ნა----–-ძე წერილობით თავდებიბის განცხადებით კისრულობს თავდებობას მოსარჩელის წინაშე მოპასუხე და---- ხი-----–--ლის ვალდებულების შესასრულებლად, ამავე თავდებობის განცხადებაში განსაზრვრულია მაქსიმალური თანხა და ფარგლები.
დადგენილია, რომ ხელშეკრულენით განსაზღვრულ ვადას მოპასუხეებმა გადააცილეს და ვალდებულება არ შესრულდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად -ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ნივთი.
მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოპასუხეების მხრიდან არ მომხდარა საფასურის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 506 მუხლის თანახმად:
1. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:
ა ) ნაღდი გადახდის ოდენობა;
ბ ) ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო;
გ ) წლიური პროცენტის ოდენობა.
3. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.
მოცემული ხელშეკრულება არის ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კანონის სრული შესაბამისობი, კერძოდ: ხელშეკრულება დადებილია წერილობით, განსაზღვრულია ნაღდი გადახდის ოდენობა, განსაზღვრულია პირგასამტეხლო.
სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია განვადებით ნასყიდობის ძირი თანხის და პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს ნასყიდობის საფასური და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5051 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად - თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის.
კანონის ამ მუხლის გამოყენების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასანტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 684 ლარამდე.
ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელ მოპასუხეს პირგასამტეხლო დარიცხული ჰქონდა 1138,48 ლარის ოდენობით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 684 ლარამდე, ხოლო შესაბამისად პირგასამტეხლოს 454,48 ლარის ოდენობით ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და არ შეესაბამება მოქმედინ კანონმდებლობის დანაწესს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ სცნეს, შესაბამისად უნდა გადანაწილდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდაც, კერძო: მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ იმ თანხის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდა რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა სარჩელი და რა ნაწილშიც მოპასუხეებმა არ სცნეს სარჩელი. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი იმ ნაწილში რა ნაწილშიც არ დაკამყოფილდა სარჩელი, ხოლო ბაჟის ის ნაწილი, რომელიც მოპასუხეებმა სცნეს სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს და---- ხი-----–--ლს(პ/ნ 4----------) და მა----- ნა----–-ძეს (პ/ნ 4----------) დაეკისროთ მოსარჩელე შ.პ.ს. ,, გა---–--ის “ (ს/კ 4--------)) სასარგებლოდ დაეკისროთ 2138,80 (ორიათას ას ოცდათვრამეტი ლარი და 80 თეთრი) ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1499,28 ( ათს ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 28 თეთრი) ლარი, ხოლო 684 ( ექვსას ოთხმოცდაოთხი ლარი) ლარი პირგასამტეხლო.
3. მოსარჩელე შ.პ.ს. ,,გა---–--ს“ (ს/კ 4--------) უარი ეთქვას 454.48 (ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 48 თეთრი) ლარი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, უსაფუძვლობის გამო.
4. . მოპასუხე და---- ხი-----–--ლს(პ/ნ 4----------) და მა----- ნა----–-ძეს (პ/ნ 4----------) დაეკისროთ მოსარჩელე შ.პ.ს. ,, გა---–--ის “ (ს/კ 4--------)) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 9 ლარის ანაზღაურება.
5. . მოსარჩელე შ.პ.ს. ,,გა---–--ს“ (ს/კ 4--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6 ლარი დარჩეს ხაზინაში გადახდილად.
6. მოსარჩელე შ.პ.ს. ,,გა---–--ის“ (ს/კ 4--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 35 ლარი დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან.( საგადასახადო დავალება 8494798407, სს,,საქართველოს ბანკი" გადახდილი 2019 წლის 02 ოქტომბერს, სახაზინო კოდი 300563150)
7. მოპასუხე და---- ხი-----–--ლს(პ/ნ 4----------) და მა----- ნა----–-ძეს (პ/ნ 4----------) დაეკისროთ მოსარჩელე შ.პ.ს. ,,გა---–--ს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ გადახდილი ადვოკატის ხარჯების 400 ლარის ანაზღაურება.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე