ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს, თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.
V. გაცვ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლი · სკ 520
ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს, თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.
V. გაცვ
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
…მიერ შესრულებულ იქნა სინქრონული ძრავების მყიდველისათვის მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხემ კი არ შეასრულა მისი წილი ვალდებულება, გადაეხადა ნასყიდობის საფასური და არც ნასყიდობის საგანი დაუბრუნებია. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე- 8-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე, 520-ე მუხლებით 6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 520, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-520/