1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას დასადები ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. საქართველოს მთავრობის მიერ მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში, ხოლო მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას − ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში. ქონების მმართველის მიერ დადგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარულ დღეს (გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევისა). ნასყიდობის ხელშეკრულების ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დაუდებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს იმავე ვადის გასვლის შემდეგ.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა, აუქციონის ხარჯების გამოკლებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიციირებას.

6. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);

7. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);

8. ქონების სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №523 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025