2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით მოსარგებლე მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური, დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი მოძრავი ქონების განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 118. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ფორმები1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის ქონების პრივატიზება – აგრეთვე პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით მოსარგებლე მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური, დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი მოძრავი ქონების განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.