გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
231210018002607237
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210018002607237

N 2-223-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.11.2018 წელი ქ. ხობი

ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: აკაკი ფაჩულია

მოსარჩელე: სს ,,----- ლ-------",წარმომადგენლები: ნ--- გ----–--,მოპასუხე: ბ------ კ-----–---–-ა,დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სს ,,----- ლ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე ბ------ კ-----–---–-ას დაეკისროს 1394.31 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 744 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 624.96 აშშ დოლარი და ს------------ ჯარიმა 25.35 აშშ დოლარი.

 

(სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 09 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2017 წლის 20 იანვარს სს ,,----- ლ--------ა“ და ბ------ კ-----–---–-ას შორის გაფორმდა ლ-------ს ხელშეკრულება 1101-20646, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარემ ბ------ კ-----–---–-ას ლ-------თ გადასცა ლ-------ს საგანი. ლ-------ს ხელშეკრულების თანახმად, ლ-------ს მიმღები ვალდებული იყო ლ-------ს გამცემისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 186 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 4464 აშშ დოლარი. მიუხედავად გრაფიკით განსაზღვრული საზღაურის გადახდის ვალდებულებისა, ლ-------ს მიმღებმა დაარღვია გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულება, კერძოდ: არც ერთი თვის სალიზინგო გადასახდელი ლ-------ს მიმღებს ლ-------ს გამცემის სასარგებლოდ დღემდე არ გადაუხდია. 2017 წლის 16 მაისს მიღება ჩაბარების საფუძველზე მხარეებს შორის შეწყდა ლ-------ს ხელშეკრულება.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა 2017 წლის 01 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 16 მაისს მიღება ჩაბარების საფუძველზე მხარეებს შორის შეწყდა ლ-------ს ხელშეკრულება, მოპასუხემ დააბრუნა ავტომანქანა, რის შემდეგაც მოხდა ავტომანქანის რეალიზაცია და მისმა ღირებულებამ შეადგინა 3506.25 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. ბ------ კ-----–---–-ამ სასამართლოს მომართა შესაგებლით, შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის არაკეთილსინდისიერი და მიმართულია უსაფუძვლო გამდიდრებისკენ. ასევე, სასამართლო სხდომაზე, მოპასუხემ განმარტა, რომ მასა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 20 იანვარს გაფორმდა ლ-------ს ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულება გათვლილი იყო 24 თვეზე და ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ლ-------ს ღირებულება 186 ლარის ოდენობით. 2017 წლის თებერვლის თვეში მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტომანქანა დაზიანდა, დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ავტომანქანა შესაკეთებლად არ ღირდა და აცნობა სს ,,----- ლ-------ს“ წარმომადგენლობას. უთხრეს, რომ ხელშეკრულებას გაუუქმებდნენ და მას რაიმე თანხა მათთვის არ ექნებოდა გადასახდელი. 2017 წლის მაისის თვეში დაუკავშირდა სს ,,----- ლ-------ს“ წარმომადგენელი და უთხრა, რომ მანქანა უნდა წაეყვანათ. ბ------ კ-----–---–-ას განმარტებით, მანქანა დიდი ხნის დატოვებული ჰყავდა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას და მან არაფერი იცოდა, ასევე სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ, კერძოდ: ძირ თანხას 744 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარს და ვიდეო და ს------------ ჯარიმებს 25.35 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

(იხ. 2018 წლის 17 სექტემბრის შესაგებელი, 2018 წლის 09 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 იანვარს სს ,,----- ლ-------ა“ და ბ------ კ-----–---–-ას შორის გაფორმდა ლ-------ს ხელშეკრულება 1101-20646, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარემ ბ------ კ-----–---–-ას ლ-------თ გადასცა ლ-------ს საგანი. ლ-------ს ხელშეკრულების თანახმად ლ-------ს მიმღები ვალდებული იყო ლ-------ს გამცემისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 186 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 4464 აშშ დოლარი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში მოპასუხეს მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზიანდა ავტომანქანა. 2017 წლის 16 მაისს მიღება-ჩაბარების საფუძველზე მხარეებს შორის შეწყდა ლ-------ს ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოხდა ავტომანქანის რეალიზაცია და ავტომანქანის ღირებულებამ შეადგინა 3506.25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 20 იანვრის ლ-------ს ხელშეკრულება, სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოება, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. დადასტურებულია, რომ ბ------ კ-----–---–-ამ მიიღო ლ-------ს საგანი და მოპასუხე ვალდებული იყო ლ-------ს გამცემისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 186 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 4464 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის თებერვლის თვეში მოპასუხე ბ------ კ-----–---–-ას მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა და მანქანა დაზიანდა. შესაგებლის მე-2 ფაქტობრივი გარემოება და ასევე, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში მიღება ჩაბარების საფუძველზე მხარეებს შორის შეწყდა ლ-------ს ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 01 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2017 წლის 01 ივნისს მოხდა ავტომანქანის რეალიზაცია და ავტომანქანის ღირებულებამ შეადგინა 3506.25 ლარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2017 წლის 20 იანვრის 1101-20646 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო 624.96 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ბ------ კ-----–---–-ას მოსარჩელე სს ,,----- ლ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 20 იანვრის ლ-------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 869.35 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, საიდანაც ძირი თანხაა 744 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარი და ვიდეო და ს------------ ჯარიმა 25.35 აშშ დოლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 115-ე, 417-ე, 580-ე, 420-ე, 867, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ: ძირი თანხის 744 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარის და ვიდეო და ს----------- ჯარიმების 25.35 აშშ დოლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლ-------ს ხელშეკრულებით ლ-------ს გამცემი ვალდებულია ლ-------ს მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლ-------ს მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლ-------ს მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლ-------ს გამცემი ქონებას იძენს ლ-------თ გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

ამავე კოდექსის 580-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქონების მიღების შემდეგ ლ-------ს მიმღები უფლებამოსილია მიმწოდებლისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სს ,,----- ლ-------“პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მოპასუხეზე 624.96 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

6.5. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 20.01.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 624.96 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არის შეუსაბამოდ მაღალი, ამ მოთხოვნის მიზანია არა მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ გამდიდრება.

 

სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს თანხის მოცულობა 624 აშშ დოლარიდან უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს 100 აშშ დოლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

გამომდინარე ზემოაღნიშნული მუხლებიდან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე სს ,,----- ლ-------“ უნდა დაუბრუნდეს მიერ მიერ გადახდილი ბაჟიდან 93.19 ლარი, ხოლო დანარჩენი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად, ასევე მოპასუხე ბ------ კ-----–---–-ას მოსარჩელე სს ,,----- ლ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 93.19 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,----- ლ-------ს“ სარჩელი, ბ------ კ-----–---–-ამ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე ბ------ კ-----–---–-ას მოსარჩელე სს ,,----- ლ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 869.35 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

3. მოპასუხე ბ------ კ-----–---–-ას მოსარჩელე სს ,,----- ლ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 93.19 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე სს ,,----- ლ-------“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 67.9 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 24.08.2018, საგადასახადო დავალება N1535095502).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე