1. მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა).
2. პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული.
3. თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №ას-1775-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
…წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობა, შესაბამისად, სსკ-ის 528.3 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემადგენლობაც განხორციელებულია. 20. ამდენად, ვლინდებოდა მოპასუხის მხრიდან…
…ნ. კ-სთვის ეჩუქებინა სადავო ქონების 1/2 ნაწილი, რაც ჩუქების დაპირებას ჰგავს, თუმცა, ჩუქების დაპირება, ისევე როგორც ჩუქება, უსასყიდლო ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულებით უშუალოდ გამჩუქებელი სანაცვლო შესრულებას არ იღებს. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლის თანახმად, ჩუქება გარკვეული პირობითაც შეიძლება განხორციელდეს, თუმცა ეს პირობა უშუალოდ ნაჩუქარი ქონებიდან უნდა…
…უზრუნველყოფილი იყოს მჩუქებელი - უარის თქმა და სხვა. 21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც აპელანტი მიუთითებს ნაჩუქარი ქონების საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოყენების აუცილებლობაზე, ფაქტობრივად სადავო ქონებას ანიჭებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლით გათვალისწინებული შეწირულობის სტატუსს, რაც არ იკვეთება მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული 2008 წლის 10 სექტემბრის ჩუქების…
…ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლობა…
საქმე №ას-146-476-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2009
…გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა ანუ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი დავა უნდა გადაწყვეტილიყო რუსეთის სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, მემკვიდრეობითი სამართლის ნორმებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რუსეთის სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლით სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. 529-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება…