განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
330210014581473
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014581473

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1381-18 29 იანვარი, 2019 წელი

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლე თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ი----- ტ------–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა------------–---–ი, ა-–------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - 1. ნ--- ტ------–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ--------------ა

2. ი-------ო--–--ე (მოპასუხე)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.01.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ქონების გამოთხოვა, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს ი----- ტ------–ს და ნ--- ტ------–ს შორის 1---------წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ნაჩუქარი უძრავი ქონება დაუბრუნდეს ი----- ტ------–ს.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნ--- ტ------–ს და ი-------ო--–--ეს შორის 2---------წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ნ--- ტ------–ს და ი-------ო--–--ეს შორის 1---------წ. დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. 1---------წ. ი----- ტ------–მა უძრავი ქონება აჩუქა შვილს ნ--- ტ------–ს. ჩუქების ხელშეკრულების წინაპირობა იყო ის, რომ დასაჩუქრებული ვალდებული იყო უძრავი ქონება/მაღაზია დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა. შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო გაძღოლოდა მაღაზიის მუშაობასთან დაკავშირებულ საქმეებს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად თავის თავზე აეღო ოჯახის რჩენის ვალდებულება. მაღაზიის მუშაობისთვის საჭირო ძირითად საქმიანობას უნდა გაძღოლოდა ნ--- ტ------–ი, მოსარჩელის მეუღლეს ჟ--–---- ტ------–ს უნდა ემუშავა გამყიდვლად, ხოლო მეორე შვილს კ--- ტ------–ს, რომელსაც მოსარჩელეც დაეხმარებოდა, უნდა უზრუნველეყო მაღაზიის მომარაგება. 2014 წლის თებერვალში, მოულოდნელად გამოჩნდნენ უძრავი ქონებით დაინტერესებული მესამე პირები, რომელთა განმარტებითაც, განცხადება უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით ნახეს გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში“. აღმოჩნდა, რომ ნ--- ტ------–ი აპირებს უძრავი ქონების გაყიდვას. არადა ეს უძრავი ქონება არა მხოლოდ მოსარჩელისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის საარსებოდ ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

 

ნ--- ტ------–მა შენობაში აწარმოა უნებართვო სამუშაოები, რის გამოც იგი გაფრთხილებულ იქნა ქალაქ თბილისის მ---------------------–---ის სამსახურის მიერ. მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება მოჩვენებითად გადააფორმა ი-------ო--–--ის სახელზე. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული უნებართვო სამუშაოებისთვის ზ------------–ობის სამსახურის 06.07.2011წ. დადგენილებით დაჯარიმდა ი-------ო--–--ე. ჯარიმა გადაიხადა ნ--- ტ------–მა. 2011 წლის 19 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ი-------ო--–--ემ აღნიშნული ქონება აჩუქა ნ--- ტ------–ს. მოსარჩელე ი----- ტ------–ის განმარტებით, ნ--- ტ------–ს და ი-------ო--–--ეს შორის დადებული ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებები არის მოჩვენებითი გარიგებები და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხე ნ--- ტ------–მა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ნაჩუქარ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა ააშენა ნ--- ტ------–მა და არა ი----- ტ------–მა. შენობა-ნაგებობა არის როგორც სავაჭრო, ასევე საცხოვრებელი დანიშნულების მქონე. მშენებლობა შედგება ორი ბლოკისგან. მოსარჩელე ი----- ტ------–ი თავად ადასტურებს, მოპასუხე ნ--- ტ------–ის მიერ მშენებლობის წარმოების ფაქტს.

 

უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია, რომ ი-------ო--–--ესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოჩვენებითად, იმ მოტივით, რომ მაღაზიის შენობაში წარმოებული უნებართვო სამუშაოების გამო ნ--- ტ------–ი ქ. თბილისის მ---------------------–---ის საქალაქო სამსახურის მხრიდან გაფრთხილებული იქნა დაჯარიმების თაობაზე. 2010 წლის 2-------------- შემოწმების აქტი შედგა ი-------ო--–--ის მიმართ. ნ--- ტ------–სა და ი-------ო--–--ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 22 აპრილს. ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2--------- წელს. უძრავი ქონება ი---------ო--–--ის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა 2--------- წ.. ზ------------–ობის სამსახურის მიერ შემოწმების დროისთვის უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ი-------ო--–--ე. მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი-------ო--–--ის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე აწარმოა ნ--- ტ------–მა მშენებლობა, სწორედ ამიტომ გადაიხადა ჯარიმის თანხა ნ--- ტ------–მა. ამავე საფუძვლებით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე ი---------ო--–--ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.01.2018წ. გადაწყვეტილებით ი----- ტ------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. მოსარჩელე ი----- ტ------–ი და მოპასუხე ნ--- ტ------–ი არიან მამა-შვილი.

 

4.2. 2008 წლის 1--------- ი----- ტ------–მა ნ--- ტ------–ს, სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აჩუქა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, უი---------------------------- ქუჩების კუთხეში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №------ - დაზუსტებული ფართობი: 200.00 კვ.მ. სამშენებლო დოკუმენტაციასთან ერთად (მშენებლობის ნებართვა). ნაჩუქარი უძრავი ქონების ღირებულება ხელშეკრულების შესაბამისად შეადგენდა 12 000 ლარს.

 

4.3. 2010 წლის 2---------–-, ნ--- ტ------–ს და ი-------ო--–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ნ--- ტ------–მა ი---------ო--–--ეს 10 000 ლარად მიყიდა უძრავი ქონება, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. თბილისი, უი---------------------------- ქუჩების კუთხეში, ნაკვეთის წინა ნ----------.

 

4.4. 2011 წლის 1--------------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ი-------ო--–--ემ ნ--- ტ------–ს აჩუქა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

4.5. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა- განმარტებების ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება მოპასუხე ნ--- ტ------–ის მიერ, როგორც დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ი----- ტ------–ის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული უმადურობა.

 

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ--- ტ------–მა ნაჩუქარი ქონება გაასხვისა და სადავო ფართში მაღაზია არ ამუშავა, არ ადასტურებს მის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული უმადურობის ფაქტს და პირის სურვილი თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, ვერ იქნება განხილული სხვა პირისათვის გამოვლენილ უმადურობად. სასამართლო მიუთითებს რომ მძიმე შეურაცხყოფის მიაყენების ან დიდ უმადურობის დადგენისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა იქნეს მითითებული თუ რაში გამოვლინა აღნიშნული. წარმოაგდენილ შემთხვევაში უმადურობის მცნების ქვეშ მოსარჩელე მხარე მოიაზრებს მოპასუხე მხარის სურვილს მისი შეხედულებისამებრ განეკარგა კუთვნილი უძრავი ქონება, რაც სასამართლოს მიხედულებით არ იძლება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დასაჩუქრებული უმადურობის განსაზღვრის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი----- ტ------–მა, დისპოზიციურობისა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გონივრული განაწილების სტანდარტის საფუძველზე, ვერ მიუთითა და შესაბამისად, სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე ნ--- ტ------–ის მიერ მამის მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული უმადურობის შესახებ.

 

4.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი----- ტ------–ი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მოსარჩელე მხარე მიუთითებს სარჩელსა და ახსნა-განმარტებაში. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ამ გარემოებას სარწმუნოდ დაადასტურებდა, მით უფრო, იმ ვითარებაში, რომ მოპასუხემ სადავო გახადა აღნიშნული გარემოება და მიუთითა, რომ ი----- ტ------–ს სადავო ფართში არსებული ოთახები გაქირავებული აქვს და იღებს სოლიდურ ქირას, რომელიც მის ყოველთვიურ, სტაბილურ შემოსავალს წარმოადგენს. საგულისხმოა, ის გარემოება, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, პაექრობის ეტაპზე, მოსარჩელის წარმომადგენლმა საპაექრო სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა აღნიშნული გარემოება და მიუთითა, რომ სულ რაღაც 600 ლარის ოდენობის ქირაზეა საუბარი (იხ.: 2017 წლის 26 დეკემბრის მთავარი სხდომის ოქმი, 17:54:55 სთ) და მკურნალობის საჭიროების მქონე პირისათვის აღნიშნული არასაკმარისია. სასამართლო მიუთითებს, რომ გარდა მხარის სიტყვიერი განმარტებისა გაჩუქების მერე მძიმე მატერიალური ფონისა საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არაა და მხოლოდ სიტყვიერი მითითება, რომ აღნიშნული მდგომარეობა პირდაპირ და უშუალოდ გამოწვეულია ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ და მხარისთვის ხელშეკრულების დადების მომენტში აღნიშნული გარემოება ვერ იქნებოდა განჭვრეტადი, სათანადოდ დადასტურებული ვერ იქნა.

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

საქმის საერთო სურათიდან ჩანს დაძაბული და არც თუ სასიამოვნო ურთიერთობა მამა-შვილს შორის, რაც გამოიწვია ნაჩუქარი ქონების გასხვისებამ და აღნიშნულ ფართში განთავსებული მაღაზიის მუშაობის შეწყვეტამ. სასამართლო მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულება უსასყიდლო ხასიათისაა და მისი დადებით, დასაჩუქრებული ხდება ნაჩუქარი ქონების მესაკუთრე. შესაბამისად, ნ--- ტ------–ი, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ, გახდა ნაჩუქარი უძრავი ქონების მესაკუთრე და აქედან გამომდინარე, ყველა იმ სიკეთისა და უფლების მატარებელი, რაც საკუთრების თანმდევია და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

4.8. სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არ დადასტურდა, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფაქტი. უფრო მეტიც, თვითონ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე დადასტურდა, რომ ი----- ტ------–ს სადავო უძრავ ქონებაში არსებულ ფართში გაქირავებული აქვს ოთახები, საიდანაც იღებს ყოველთვიურ შემოსავალს. აქვე საგულისხმოა, რომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ნივთის დაბრუნება განსაკუთრებულ მძიმე მატერიაურ ფონს და საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობას უნდა უსპობდეს მხარეს. წარმოდგენილ შემთხვევაში როგორც აღინიშნა, საქმეზე რაიმ სახის უკიდურესი, მძიმე მდგომარეობა არ დასტურდება და არც საკუთარი თავის რჩენის შეუძლებლობაზე არის რაიმე სახის სარწმუნო მითითება გაკეთებული. საგულისხმოა, რომ არ შეცვლილა არსებითად ვითარება ქონების გაჩუქების შემდგომ, რაც მხარისათვის არ იქნებოდა განჭვრეტადი ხელშეკრულების დადების მომენტისათვის.

 

4.9. ვინაიდან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ი----- ტ------–ის სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ნ--- ტ------–ს და ი-------ო--–--ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ი-----დიული ინტერესი აღარ არსებობს, რადგან ამ მოთხოვნების მიზანი, სადავო უძრავი ქონების ი----- ტ------–ის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, მიღწევადი აღარ არის.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.01.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი----- ტ------–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

5.1. ჩუქება, როგორც უსასყიდლო ხელშეკრულება, არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირობას, რომელიც დასაჩუქრებულის მხრივ ქონებრივი ვალდებულების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩუქების ხელშეკრულებით საერთოდ არ შეიძლებოდეს რაიმე პირობის გათვალისწინება. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იყოს რომელიმე კონკრეტული პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. პირობა შეიძლება ეხებოდეს საჩუქრად მიღებული ქონების სარგებლობის ან მართვის წესს. მაგალითად, შეიძლება მჩუქებელმა დასაჩუქრებული დაავალდებულოს საჩუქრად მიღებული ქონების სარგებლობის ან მართვის წესს. პირობით დადებული ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს, თუ პირობა არ შესრულდება. ჩუქების ხელშეკრულების დადებას შეიძლება საფუძვლად დაედოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იყო როგორც კონკრეტული პირობის შესრულებაზე, ასევე განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. მას შემდეგ რაც მოპასუხე ერთპიროვნულად მართავს მაღაზიას და სარგებლობს მაღაზიიდან მიღებული შემოსავლებით, მოსარჩელე და მისი მეუღლე აღმოჩნდნენ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. მოსარჩელემ გადაიტანა ორი ინსულტი და არ გააჩნია საშუალება შეიძინოს საჭირო მედიკამენტები. უძრავი ქონების ქალიშვილზე გაჩუქებისას მოსარჩელე იმედოვნებდა, რომ მაღაზიიდან მიღებული შემოსავლებით მოპასუხე იზრუნებდა მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სწორედ ეს პირობა იყო შეთანხმებული მხარეთა შორის, რაც მოპასუხემ არ შეასრულა. დღეის მდგომარეობით მოსარჩელე და მისი მეუღლე იმყოფებიან უმწეო მდგომარეობაში. მათ ვალების გამო დაკარგეს საცხოვრებლის უკეთესი ნაწილი. მოსარჩელეს და მის მეუღლეს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, დაგირავებული აქვთ სახლის ნაწილიც. ასეთ პირობებში მოსარჩელის მიერ აშენებული 140 კვ.მ მაღაზიის ფართი მოპასუხეს გაქირავებული აქვს, საიდანაც მშობლების საჭიროებებს არანაირი თანხა არ ხმარდება. მოსარჩელის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე შეცდომით მიუთითა, რომ მოსარჩელეს ფართი გაქირავებული აქვს. აღნიშნული ფართი მოსარჩელის მიერ დატვირთულია ე.წ. „გირაოთი“.

 

5.2. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩუქების გაუქმების საფუძველს დასაჩუქრებულის უმადურობა წარმოადგენს. კანონი ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. უმადურობად მიიჩნევა არამართლზომიერი ქმედება, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ. უმადურობად ითვლება ასევე უარის თქმა კანონით განსაზღვრულ მოვალეობაზე - არჩინოს, მატერიალურად უზრუნველყოს მჩუქებელი.

 

მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ნივთის გაყიდვისას ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგების დადებას, რაც შემდგომში მოსარჩელეს უსპობდა ნივთის დაბრუნების პერსპექტივას. ნ--- ტ------–მა 2---------წ. უძრავი ქონება მიყიდა ი-------ო--–--ეს თითქოსდა 40 000 აშშ დოლარად, თუმცა ამ უკანასკნელის განმცხადებით მან ქონება შეიძინა 10 000 ლარად. თანხის გადახდა არ დასტურდება. მას შემდეგ რაც ი-------ო--–--ე დაჯარიმდა უკანონო მშნებელობისთვის, მან ნ--- ტ------–ს უფლება მისცა ეწარმოებინა ჯარიმასთან დაკავშირებული საქმეები და ჯარიმის გადახდის შემდეგ ქონება ჩუქების ხელშეკრულებით დაუბრუნა ნ--- ტ------–ს. აუხსნელია მოპასუხე ი-------ო--–--ის ქმედება, თუ მან თანხა გადაიხადა უძრავ ქონებაში, რამ აიძულა მოკლე პერიოდში უძრავი ნივთი ეჩუქებინა მოპასუხისთვის. ფაქტია, რომ აღნიშნული პირები ერთად მოქმედებდნენ და უძრავი ნივთის რეალური მეპატრონე ყოველთვის ნ--- ტ------–ი იყო. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ასევე ის გარემოება, რომ შენობა აშენებულია მოსარჩელის და მისი მეუღლის თანხებით და მოპასუხემ მის გადაკეთებაში მხოლოდ უმნიშვნელო წვლილი შეიტანა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 1---------წ. ი----- ტ------–ს (შემდგომში „მოსარჩელე“/“ მჩუქებელი“) და ნ--- ტ------–ს (შემდგომში „მოპასუხე“/“დასაჩუქრებული“) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, უი---------------------------- ქუჩების კუთხეში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 200.00 კვ.მ. (ს/კ N01--------------), სამშენებლო დოკუმენტაციასთან ერთად (მშენებლობის ნებართვა) აჩუქა მოპასუხეს (ტ.1, ს.ფ. 21-24). უძრავი ქონება აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 25,26).

 

8. 2---------წ. მოპასუხეს და ი-------ო--–--ეს (შემდგომში, „მოპასუხე“/“მყიდველი“) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ი---------ო--–--ემ 10 000 ლარად იყიდა ნ--- ტ------–ის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ N01--------------) (ტ.1, ს.ფ. 46,47). ნივთი აღირიცხა მყიდველის სახელზე (ტ.1, ს.ფ.48).

 

9. 1---------წ. ჩუქების ხელშეკრულებით ი-------ო--–--ემ მოპასუხეს აჩუქა უძრავი ქონება (ს/კ N01--------------) (ტ.1, ს.ფ. 50,51). ნივთი აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 52,53).

 

10. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ჩუქების ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია. ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს.

 

ი-----დიული თვალსაზრისით უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, ი-----დიული თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტი----- დამოკიდებულებიდან. ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და, შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება (სუსგ Nას-750-718-2014, 22.04.2015წ.).

 

11. მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას რაიმე პირობაზე ან მიზანზე, რომლის შესრულებაზე, მიღწევაზე იქნება დამოკიდებული ჩუქების ნამდვილობა (ტ.1, ს.ფ.21-24). შესაბამისად, არ არსებობს პირობის დარღვევის საფუძვლით შედავების წინაპირობა.

 

ამასთან, ჩუქების გაუქმება არამარტო მაშინაა შესაძლებელი, როდესაც იგი პირობითია და პირობა არ სრულდება, არამედ მაშინაც, როცა ჩუქების ხელშეკრულება რაიმე პირობას არ ითვალისწინებს. ერთ-ერთი სპეციფიკური საფუძველი ჩუქების გასაუქმებლად შეიძლება იყოს დასაჩუქრებულის უმადურობა, რომელიც ყოველ კონკრეტულ ვითარებაში მხარეთა მტკიცებისა და სასამართლოს შეფასების საგანია (იხ.: სუსგ Nას-1067-1006-2015, 29.12.2015წ.).

 

12. საქმის მასალებით არ დასტურდება დასაჩუქრებულ ნ--- ტ------–ის მხრიდან მჩუქებელ ი----- ტ------–ისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტი, არც გარემოება მასზედ, რომ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი ი----- ტ------–ი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესაბამისად, მჩუქებელისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტის, ან/და იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მჩუქებელი ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, აწევს მჩუქებელს, მოცემულ შემთხვევაში - მოსარჩელეს.

 

12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს მჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთად კი, კანონმდებელი აწესებს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ შეურაცხყოფას ან დიდ უმადურობას. სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ.: სუსგ N 1235-1176-2014, 24.02.2015წ.).

12.2. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მასზედ, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ჩუქების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა უძრავი ნივთის დანიშნულებისამებ გამოყენების და მიღებული შემოსავლით მშობლების რჩენის თაობაზე. აღნიშნული გამოიხატა მის მიერ სადავო უძრავი ნივთის გაყიდვის სურვილში, რამაც განაპირობა ი----- ტ------–ის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლის გარეშე, ფინანსურად უმწეო მდგომარეობაში დატოვება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ ფართში განთავსებული იყო მაღაზია, რომელიც ი----- ტ------–ის ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.1-16). ზემოაღნიშულ გარემოებებზე, როგორც უმადურობის გამოჩენის ფაქტებზე, ამახვილებს ყურადღებას მოსარჩელის წარმომადგენელი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (29.01.2019წ. სხდომის ოქმი, 14:12:40).

 

12.3. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად არის მითითებული, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ--- ტ------–მა ნაჩუქარი ქონება გაასხვისა და სადავო ფართში მაღაზია არ ამუშავა, არ ადასტურებს მის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული უმადურობის ფაქტს. პირის სურვილი თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, ვერ იქნება განხილული სხვა პირისათვის გამოვლენილ უმადურობად. სააპელაციო პალატა ასევე სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის გათვალისწინებით მიუთითებს, რომ სადავო ქონებით სარგებლობის აკრძალვა არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობრივად გასაკიცხ მოქმედებად და დიდ უმადურობად (იხ.: სუსგ Nას-1067-1006-2015, 29.12.2015წ.).

 

12.4. საქმეში არ მოიპოვება მჩუქებლისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობას გამოჩენის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

 

12.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამდენად, კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს, არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ გააჩნია, იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას. გაჩუქების შემდეგ, განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუ მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის, ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

12.6. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იგი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.

 

ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელე უზრუნველყოფილია საცხოვრებლით და მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, რომელშიც იგი ცხოვრობს, მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დასტურდება. კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ნ------- ქ. N-- საერთო ფართით 86.50. კვ.მ (I სართული - ფართით 49 კვ.მ, II სართული - ფართით 37.50. კვ.მ) (იხ.: ამონაწერი, ტ.1, ს,.ფ.59.60; აპელანტის წარმომადგენლის ახსნა-აგანმარტება, 29.01.2019წ. სხდომის ოქმი, 13:58:50- 13:59:16).

 

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ი----- ტ------–ი არის ასაკით პენსიონერი და მისი პენსიის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 200 ლარს.

 

საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოება მასზედ, რომ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ/დასაჩუქრებულმა განმარტა, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელ სახლში არსებული ფართი გაქირავებული აქვს და იღებს ქირას, რომელიც მის ყოველთვიურ, სტაბილურ შემოსავალს წარმოადგენს (იხ.:26.12.2017წ. 17:50:09-17:52:02). მოსარჩელის წარმომადგენლმა საპაექრო სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა აღნიშნული გარემოება და მიუთითა, რომ სულ რაღაც 600 ლარის ოდენობის ქირაზეა საუბარი, რომელიც ოჯახის საჭიროებებს და მოსარჩელის მკურნალობას სჭირდება (იხ.: 26.12.2017წ. 17:53:36–17:55:25). სააპელაციო საჩივარში აპელანტის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი შეცდა და მოსარჩელეს საცხოვრებელ ფართში არსებული ოთახები ე.წ „გირაოთი“ ჰქონდა დატვირთული (ტ.2, ს.ფ.9). 29.01.2019წ. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ფართი „დაგირავებული“ ჰქონდა შინაურული შეთანხმებით, აიღო თანხა ერთჯერადად, რომელიც დაიხარჯა და დღეის მდგომარეობით ფართი არც დაგირავებულია და არც გაქირავებული (29.01.2019წ. სხდომის ოქმი, 13:59:16 - 14:02:34).

ამდენად, მოსარჩელის საკუთრებაში კვლავაც ირიცხება უძრავი ქონება, რომლის სარგებლობის, სრულად თუ ნაწილობრივ გაქირავების თუ სხვა უფლებით დატვირთვის ნებაც მისი კერძო ავტონომიის ფარგლებშია.

 

12.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ჩუქების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში ყოფნა. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას მოსარჩელისა და მისი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესების თაობაზე, აღნიშნული ვერ გახდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რადგან ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება, რაც მჩუქებლის ნების გამოვლენითა და დასაჩუქრებულის თანხმობით ხორციელდება. ამიტომ, აღნიშნული შედეგი იმთავითვე ნათელია მჩუქებლისათვის, რომელიც ნივთს საკუთრებაში გადასცემს სხვა პირს უსასყიდლოდ. ამდენად, მოსარჩელის ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებაზე, როგორც ჩუქების გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე მითითება არ ცვლის მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას (იხ.: სუსგ N 1235-1176-2014, 24.02.2015წ.).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების/ბათილად ცნობის წანამძღვრების არსებობა საქმის მასალებით არ დადასტურდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი 1---------წ. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის ი-----დიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ი-----დიული ინტერესი მიმართულია იქით, რომ ხელშეკრულებების ბათილობის გზით საკუთრებაში დაიბრუნოს სადავო უძრავი ქონება. გამომდინარე იქიდან, რომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 1---------წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელეს არა აქვს შემდეგი გარიგებების - მოპასუხეს და ი-------ო--–--ეს შორის 2---------წ. გაფორმებული ნასყიდობის და ი-------ო--–--ეს და მოპასუხეს შორის 1---------წ. გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების - ბათილად ცნობის ი-----დიული ინტერესი.

 

14. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ტ------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.01.2018წ. გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი