გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 532. ქირავნობის ნივთის გადაცემა ვარგის მდგომარეობაში
სამოქალაქო კოდექსის 532-ე მუხლი · სკ 532
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-315-2026
საკასაციო პალატის მოსაზრებით ამავე ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა საკმარისია იმ დასკვნის ჩამოყალიბებისთვის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხსენებული იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ სსკ-ის 581-ე, 532-ე, 533-ე და 536-ე მუხლების საფუძველზე ნაწილობრივ კანონშესაბამისად იქნა უარყოფილი. 10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში…
- საქმე №ას-701-2025
გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე, როგორც მეიჯარე, სამოქალაქო კოდექსის 532-ე და 581.2 მუხლების შესაბამისად, ვალდებული იყო, იჯარის მოქმედების განმავლობაში უზრუნველეყო და შეენარჩუნებინა საიჯარო ქონების, მათ შორის, ლიფტის, როგორც შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილის, გამართულობა, რაც არ გამოკვეთილა.
- საქმე №ბს-916(2კ-21)
…ხარჯები. აუცილებელ ხარჯებად ითვლება დამქირავებლის მიერ გაღებული არა ყველა, არამედ მხოლოდ ისეთი ხარჯი, რომლის გაწევაც ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისთვის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად არის აუცილებელი. სკ-ის 532-ე მუხლის შესაბამისად გამქირავებელი ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისთვის ვარგის მდგომარეობაში.
- საქმე №ას-983-2022
…არ შეასრულა ან/და ხარვეზიანად/ნაკლიანად შეასრულა იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც იჯარის ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი გახდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 581.2, 532-ე, 533-ე, 535-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ მეიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და ხარვეზიანად/ნაკლიანად შესრულება ვერ დაადასტურა.
- საქმე №ას-211-2024
…ქირის გადახდა. 7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 8. სსკ-ის 532-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა.
- საქმე №ას-393-2022
- საქმე №ას-1470-2020
- საქმე №ას-334-2022
- საქმე №ას-1185-2020
- საქმე №ას-60-60-2018
- საქმე №ას-1154-1109-2016
- საქმე №ას-502-470-2017
- საქმე №ას-242-230-2017
- საქმე №ას-778-727-2017
- საქმე №ას-810-777-2016
- საქმე №ას-1204-1164-2016
- საქმე №ას-706-676-2016
- საქმე №ას-616-589-2016
- საქმე №ას-184-177-2016
- საქმე №ას-797-764-2016
- საქმე №ას-65-62-2016
- საქმე №ა-4653-ა-19-2015
- საქმე №ას-744-705-2015
- საქმე №ას-906-856-2015
- საქმე №ას-162-152-2015
- საქმე №ას-444-419-2014
- საქმე №ას-934-892-2013
- საქმე №ას-1073-1006-2012
- საქმე №ას-811-764-2012
- საქმე №ას-930-873-2012
- საქმე №ას-109-107-2011
- საქმე №ას-1245-1095-2010
- საქმე №ას-421-735-09
- საქმე №ბს-153-149(კ-08)
- საქმე №ბს-193-182(კ-07)
- საქმე №3კ/771-02
- საქმე №010210015001092825
- საქმე №330210014502133
- საქმე №180210014637789
- საქმე №330210114502415
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 526. ჩუქების დაუშვებლობა
- მუხლი 527. გაჩუქებული ქონების ნაკლი
- მუხლი 528. შეწირულობა
- მუხლი 529. ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო
- მუხლი 530. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა
- მუხლი 531. ცნება
- მუხლი 533. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა
- მუხლი 534. უფლებრივად უნაკლო ნივთი
- მუხლი 535. ნივთობრივად უნაკლო ნივთი
- მუხლი 536. ქირის შემცირება ნივთის ნაკლის გამო
- მუხლი 537. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 532, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-532/