მუხლი 537. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
1. თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება იმ გარემოებათა გამო, რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან, თუ გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ არ ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება.
2. თუ გამქირავებელი აყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(31)
საქმე №ბს-916(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
…ხარჯებით, ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით გამოწვეული ნივთის ცვლილების ან გაუარესებისათვის დამქირავებელი პასუხს არ აგებს (სკ-ის 547-ე მუხ.). ამდენად, გამქირავებელს ნივთზე ხარჯების გაღება ეკისრება. სკ-ის 537-ე და 543-ე მუხლებით აღიარებულია ნაკლის არსებობის შესახებ გამქირავებლის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება. 13.03.2012წ. იჯარის ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით…
საქმე №ას-414-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
…ნაკლის მქონე ნივთის გაქირავება. 7.13.3. სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ მეიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, მოიჯარეს მიერ, სამოქალაქო კოდექსის 536-ე და 537-ე მუხლებით გათვალისწინებული, უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი იყო. რაც ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ გამოუყენებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელირება იმ…
საქმე №ას-286-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
…გაღება (ნაკლის აღმოფხვრა) დამქირავებელს (მოიჯარეს) შეუძლია თავისი ინიციატივით, ხარჯების შემდგომში ანაზღაურების მოთხოვნის პირობით, თუ გამქირავებლის (მეიჯარის) სასარგებლოდ მოქმედებს ნაკლის გამოსწორების უპირატესობა. 18.7. სსკ-ის 537-ე და 543-ე მუხლებით აღიარებულია ნაკლის არსებობის შესახებ გამქირავებლის (მეიჯარის) წინასწარ შეტყობინების ვალდებულება. ამასთან, დამქირავებლის (მოიჯარის) მოთხოვნის…
საქმე №ას-1470-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2022
…ქონებით სარგებლობის საშუალება არ მიეცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რაც უნდა უზრუნველეყო თავად მეიჯარეს, რაც მას, მიმართვის მიუხედავად, არ განუხორციელებია. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 581-ე, 531-ე, 532-ე, 533-ე, 537-ე, 543-ე, 592-ე, მე-400, 417-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოეშვა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება. 3.3. პალატის მითითებით, საიჯარო ქირის დაკისრების…
საქმე №ას-1621-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
…რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 581-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 533-ე, 535-ე, 545-ე, 537-ე მუხლების დანაწესები მოიხმო და აღნიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარემ (აპელანტმა) ქ. თბილისში,........ ქ. #6-ში მდებარე ფართის მე-2 და…