თუ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებლისთვის ცნობილია ნივთის ნაკლი და იგი არ განაცხადებს პრეტენზიას ამის გამო, მაშინ მას არ წარმოეშობა 536-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 538. ნივთის ნაკლის გამო პრეტენზიის განუცხადებლობის შედეგები
სამოქალაქო კოდექსის 538-ე მუხლი · სკ 538
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1154-1109-2016
თუკი კასატორის მიერ მოხმობილ გარემოებებს (გარე ფაქტორები) მივიჩნევდით ნივთობრივ ნაკლად, ფაქტია, რომ სამოქალაქო კოდექსის 538-ე მუხლის თანახმად (თუ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებლისთვის ცნობილია ნივთის ნაკლი და იგი არ განაცხადებს პრეტენზიას ამის გამო, მაშინ მას არ…
- საქმე №ას-502-470-2017
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე, 532-ე, 533-ე, 535-ე, 536-ე და 538-ე მუხლებზე, ასევე 316-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთის ნაკლის გამო გადასახდელი ქირის ოდენობის შემცირების შესახებ დასაბუთებული იყო.
- საქმე №ას-648-616-2013
აქედან გამომდინარე, კანონი აწესებს, რომ, თუ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებლისთვის ცნობილია ნივთის ნაკლი და იგი არ განაცხადებს პრეტენზიას ამის გამო, მაშინ მას არ წარმოეშობა 536-ე მუხლით (ქირის შემცირება ნივთის ნაკლის გამო) გათვალისწინებული უფლება ( საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 538–ე მუხლი) (შენიშვნა: განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელებულია იჯარის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები, მაგალითად: 583-ე მუხლი და ა.შ.
- საქმე №ას-1237-1166-2012
…სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები სესხისა და იპოთეკის ურთიერთობასთან ერთად იმყოფებოდნენ ქირავნობით ურთიერთობებში, როდესაც მ. ბ.-ე სესხის სარგებლის ნაცვლად იყენებდა რ. გ.-ას კუთვნილ საცხოვრებელს. სამოქალაქო კოდექსის 538-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებლისთვის ცნობილია ნივთის ნაკლი და იგი არ განაცხადებს პრეტენზიას ამის გამო, მაშინ მას არ წარმოეშობა 536-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება.
- საქმე №ას-693-649-2010
აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 536-ე, 538-ე და 544-ე მუხლების თანახმად, არ არსებობდა ნ. გ-შვილისათვის ქირის შემცირების ან ქირის გადახდისაგან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
- საქმე №ბს-153-149(კ-08)
- საქმე №330210014502133
- საქმე №180210014637789
- საქმე №190210019002931503
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 532. ქირავნობის ნივთის გადაცემა ვარგის მდგომარეობაში
- მუხლი 533. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა
- მუხლი 534. უფლებრივად უნაკლო ნივთი
- მუხლი 535. ნივთობრივად უნაკლო ნივთი
- მუხლი 536. ქირის შემცირება ნივთის ნაკლის გამო
- მუხლი 537. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 539. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ შეთანხმების ბათილობა
- მუხლი 540. ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება სადგომის ქირავნობისას
- მუხლი 541. ხელშეკრულებაზე უარის უფლება
- მუხლი 542. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის მიერ
- მუხლი 543. დამქირავებლის მოვალეობანი გაქირავებული ნივთის ნაკლის აღმოჩენისას
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 538, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-538/