1. თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, მაშინ დამქირავებელს ქირა შეუმცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო. ნაკლის გამოსწორებისას ეს უფლება ძალას კარგავს. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
2. საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლისთვის აშკარად საზიანო ქირავნობის ხელშეკრულება ბათილი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(30)
საქმე №ას-1217-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
…სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა ვერ გახდებოდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი. 37.5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 536-ე, 581-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია 2021 წლის 21 აპრილიდან მოიჯარის მხრიდან…
საქმე №ას-414-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
…ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის გაქირავება. 7.13.3. სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ მეიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, მოიჯარეს მიერ, სამოქალაქო კოდექსის 536-ე და 537-ე მუხლებით გათვალისწინებული, უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი იყო. რაც ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ გამოუყენებია. აღნიშნულის გათვალისწინებით,…
საქმე №ას-564-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
…გამო მისი გამოყენების შეუძლებლობაზე მიუთითებს. პალატა განმარტავს, რომ იჯარა სასყიდლიანი ურთიერთობაა, თუმცა საიჯარო ქონების იმგვარი ნაკლის შემთხვევაში, რომელიც ქონებას გამოუსადეგარს ხდის, იჯარის ქირის დაკავების უფლება მოიჯარეს სსკ-ის 536-ე მუხლიდან გამომდინარე აქვს (შდრ. „იმ დრომდე, სანამ ქირავნობის საგანს ახასიათებს ნაკლი, რომელიც ნივთს უსარგებლოს ხდის, დამქირავებელი თავისუფლდება ქირის…
…დაქირავებული ნივთის მიღების შემდეგ თავისი მიზეზით ხელი ეშლება სარგებლობაში, იგი ქირის გადახდისაგან არ თავისუფლდება. აქედან გამომდინარეობს აგრეთვე დასკვნა, რომ დამქირავებელი უფლებამოსილია მოითხოვოს არა მარტო ქირის შემცირება ( სსკ-ის 536-ე მუხლის საფუძველზე), თუკი სახეზეა მისი ბრალის გარეშე საიჯარო ქონების ღირებულების შემცირება, არამედ იგი საერთოდ გათავისუფლდება ქირის გადახდის…
საქმე №ას-1185-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
…შესაძლებლობა. საკასაციო პალატის დასკვნით ამავე ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა საკმარისია იმისთვის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხსენებული იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ სსკ-ის 581-ე, 532-ე, 533-ე და 536-ე მუხლების საფუძველზე ნაწილობრივ უარყოფილი იქნეს. 11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნების…
საქმე №ას-1971-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2019