1. თუ დაქირავებული ნივთი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა დამქირავებელს დაგვიანებით, ან, თუ შემდგომში მას წაერთვა სარგებლობის უფლება, მაშინ დამქირავებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ ვადის დაცვის გარეშე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისათვის. უარი ხელშეკრულებაზე დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გამქირავებელი დამქირავებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღკვეთს სარგებლობისათვის ხელშემშლელ გარემოებებს.
2. ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ იმ გარემოებათა შედეგად, რომლებიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს იძლევიან, დამქირავებელმა დაკარგა ინტერესი ამ ხელშეკრულებისადმი.
3. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობისას შეთანხმება, რომელიც კრძალავს ან ზღუდავს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოშლის უფლებას, ბათილი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(28)
საქმე №ას-1515-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
…რომ არსებობს რეალური საშიშროება მეორე მხარის მიერ მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობისა, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით ( სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას ( სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს…
საქმე №ას-814-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023
…გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ საიჯარო ფართის ნაკლის გამო მოიჯარისათვის მინიჭებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება განიხილა სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლებთან მიმართებით. 25. ასევე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 541-ე მუხლზე, რომლის მიხედვით მოიჯარეს ანიჭებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას თუ შემდგომში მას წაერთვა ქონებით სარგებლობის უფლება. უარი ხელშეკრულებაზე…
საქმე №ას-564-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
…ხელშეკრულების ფარგლებში აბრის განთავსებისა და გარე ვიტრაჟის მოწყობის გარეშე მოიჯარის მიერ იმ კომერციული საქმიანობის განხორციელების შესახებ, რა მიზნითაც მან იჯარის ხელშეკრულება დადო (მით უფრო, რომ ნაკლის შემთხვევაში მას კანონიც ( სსკ-ის 541.1 მუხლი) და ხელშეკრულებაც (4.2 მუხლის „ბ“, 7.3.2 და 7.3.3 პუნქტები) გასვლის უფლებას წარმოუშობდა). ეს კი ერთმნიშვნელოვნად აბათილების იჯარის საგნის…
საქმე №ას-740-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2022
…რომ არსებობს რეალური საშიშროება მეორე მხარის მიერ მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობისა, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით ( სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას ( სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს…
საქმე №ას-514-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
…რომ არსებობს რეალური საშიშროება მეორე მხარის მიერ მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობისა, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით ( სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას ( სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს…
საქმე №ას-1971-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2019