მუხლი 546. დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის მიმატებულ ნივთებზე
სამოქალაქო კოდექსის 546-ე მუხლი · სკ 546
1. დამქირავებელი უფლებამოსილია დაიტოვოს ის, რითაც მან დაქირავებული ნივთი აღჭურვა.
2. საცხოვრებელი სადგომის გამქირავებელს შეუძლია აღნიშნული უფლების განხორციელება შეცვალოს შესაბამისი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამქირავებელი, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, არ ეთანხმება გამქირავებელს.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(26)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-562-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
…ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, აგრეთვე, ამავე კოდექსის 546.1 მუხლი, რომლის შესაბამისად, დამქირავებელი უფლებამოსილია დაიტოვოს ის, რითაც მან დაქირავებული ნივთი აღჭურვა.
საქმე №ას-687-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2023
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოიჯარის ბრალეული ქმედება, აღნიშნული გამორიცხავს დასახელებულ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას; 16.20. გარდა ამისა, ხელშეკრულების 5.2.გ პუნქტის დათქმა ბათილია სსკ-ის 546-ე, 603.1, 603.2 მუხლებიდან გამომდინარე. 17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს - „pacta sunt servanda” („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
საქმე №ას-1317-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე და 551-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ანდერძი შედგენილი არ იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, შედგენილი არ იყო თვით მამკვიდრებლის მიერ და მასზე მხოლოდ მისი ხელმოწერა იყო.
საქმე №ას-380-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2021
ამავე კოდექსის 546–ე და 569–ე მუხლების თანახმად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე - გარეშესაც.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის (1946 წლის რედაქცია) 539-ე, 540-ე, 542-ე, 544-ე, 546-ე, 556-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მამკვიდრებლის - დ. გ-ის შვილი - თ. გ-ე, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ უწყვეტად ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს სამკვიდრო ქონებაში - ქ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 11. ქონების ქირავნობა— დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 18. ქონების ქირავნობა— მესტიის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 18. ქონების ქირავნობა— მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 18. ქონების ქირავნობა— აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 546, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-546/