გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2018
საქმის ნომერი
330210017002215222
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35273 - 17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0- ოქტომბერი, 2--8 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - ზო-- იუ-------ი

წარმომადგენელი - მე--------------ე, ქე------------–---–ი

მოპასუხე - ნოტარიუსი თა----------------ლი

მოპასუხე - ნა----–--------–---–ი, მა--------------–---–ი

წარმომადგენელი - მა------------–---–ი

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ნა----–--------–---–ის სახელზე ნოტარიუს თა----------------ლის მიერ 2--- წლის 29-------–- გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა N2-----

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნა----–--------–---–სა და მა--------------–---–ს შორის 2--- წლის 23 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ქვ--–----------------------------------;

1.3. ცნობილ იქნეს ზო-- იუ-------ი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქვ--–----------------------------------, 1/2 წილზე მესაკუთრედ;

 

სი---- გა----–---–ი გარდაიცვალა 1--- წელს. მას საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქვ--–---------------. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე მა---- გა----–---–ი (გრ-----------) და შვილი მი----– გა----–---–ი. მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოსარჩელე ზო-- იუ-------ი არის მა---- გა----–---–ი-გრ-----------ს შვილიშვილი. ზო-- იუ-------ი დაიბადა, გაიზარდა და დღესაც ჩაწერილია ქ. თბილისი, ქვ--–-------------ში. ასევე, მისი 2-05 წლის 0--------–- გარდაცვლილი დედა - გა-–--ა იუ-------ი, რომლის ქორწინებამდელი გვარი იყო გრ-----------, 1940 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ქონება, რომელიც ეკუთვნოდა დედის, მა---- გა----–---–ის მეუღლეს - სი---- გა----–---–ს. მოსარჩელის ბებია, მა---- გა----–---–ი - გრ-----------, ასევე დაუფლებული იყო მესაკუთრე სი---- გა----–---–ის (გარდაცვალების თარიღი 0-.0-.1--- წელი) სამკვიდრო ქონებას და ისიც, აღნიშნულ სახლში გარდაიცვალა.

2--- წლის 22 იანვარს ზო-- იუ-------მა მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქვ--–------------ (მესაკუთრე სი---- გა----–---–ი). ზო-- იუ-------ს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა 2-05 წლის 0--------–- გარდაცვლილი დედის, გა-–--ა იუ-------ი-გრ-----------ს დაბადების მოწმობის მოუძიებლობის გამო. 2--- წლის 1- იანვარს ნოტარიუსს თა----------------ლს განცხადებით მიმართა სი---- გა----–---–ის შვილის - მი----– გა----–---–ის შვილმა ნა----–--------–---–მა იგივე ქონებაზე - ქ. თბილისი, ქვ--–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, როგორც სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე. ნოტარიუსის მიერ 2--- წლის 29-------–- ნა----–--------–---–ის სახელზე გაცემული იქნა ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა. მოპასუხე ნა----–--------–---–ი დაეუფლა მთელ სამკვიდრო ქონებას, მაშინ როდესაც არც თვითონ და არც მამამისს მი----– გა----–---–ს ერთი დღეს არ უცხოვრიათ სადავო სახლში. ქონების მესაკუთრე სი---- გა----–---–ი გარდაიცვალა 1--- წელს, ხოლო მი----– გა----–---–ი გარდაიცვალა 1992 წელს. 40 წლის განმავლობაში მი----– გა----–---–ს პრეტენზია არ განუცხადებია და არ მოუთხოვია სამკვიდრო. ნა----–--------–---–მა მიღებული სამკვიდრო ქონება თავის სახელზე გაფორმებიდან ორ თვეში - 2--- წლის 23 ივნისს ყიდვა-გაყიდვის წესით ფიქტიურად გადაუფორმა მა--------------–---–ს. ეს უკანასკნელი არის ნა----–--------–---–ის ახლო ნათესავი. იგი დაიბადა და დღემდე ცხოვრობს მოსარჩელის მეზობლად, ერთ ეზოში და მისთვის ცნობილი იყო, რომ გასაყიდ სახლში ცხოვრობდა მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენდა ამ ქონების კანონისმიერ მემკვიდრეს. მა--------------–---–ი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.

2--- წლის 1- ნოემბერს მოსარჩელემ სამკვიდროს მისაღებად ახალი განცხადებით მიმართა ნოტარიუს თა----------------ლს, სადაც წარადგინა ყველა აუცილებელი დოკუმენტი, მათ შორის მოსარჩელის დედის, გა-–--ა იუ-------ი - გრ-----------ს დაბადების მოწმობა. ნოტარიუსმა უარი უთქვა ზო-- იუ-------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სი---- გა----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, 2-.0-.2--- წელს გაცემულია ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა მის შვილიშვილზე, ნა----–--------–---–ზე. ნოტარიუსის მიერ ნა----–--------–---–ის განცხადების მიღება და დამოწმება მოხდა ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევით, ტერიტორიული ქვემდებარეობის დაუცველად. მოსარჩელე ზო-- იუ-------ი დღემდე ფლობს სადავო ქონებას და სხვა ქონება ან საცხოვრებელი არ გააჩნია. მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა და დღემდე ფლობს მას. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს: ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 2- აპრილს ნა----–--------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და ასევე, 2--- წლის 23 ივნისს, ნა----–--------–---–სა და მა--------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც, ზო-- იუ-------ი აღიარებულ იქნეს სადავო ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქვ--–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე თა----------------ლი (ნოტარიუსი) არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მის სანოტარო ბიუროში ნა----–--------–---–ის მიერ 1-.0-.2--- წელს წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც იგი თხოულობდა 0-.0-.1992 წ. გარდაცვლილი მამის მი----– გა----–---–ის სამკვიდრო ქონებას და იმ ქონებასაც, რომელიც ირიცხებოდა ამ უკანასკნელის მამის ე.ი. მი----– გა----–---–ის მამის 0--0-.1--- წ, გარდაცვლილი სი---- გა----–---–ის სახელზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქვ--–------------. მი----– გა----–---–ის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ჩე---–-–---–---------, რომელიც ქვემდებარეობის წესით 2-0- წლის 7----------- იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად სამუშაო უბნად განსაზღვრული ჰქონდა ნოტარიუს თა----------------ლს და შესაბამისად, მას უფლებამოსილება ჰქონდა შეესრულებინა ზემოაღნიშნული სანოტარო მოქმედება. ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაიცა ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა ნა----–--------–---–ის სახელზე, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეზე - შვილზე. რაც შეეხება ნოტარიუს ლ----------–---–---- გახსნილ სამკვიდრო საქმის წარმოებას, ამ შემთხვევაში, მამკვიდრებელი არის სი---- გა----–---–ი და ზო-- იუ-------ი შესაძლებელია განიხილებოდეს მა----მ გა----–---–ის მემკვიდრედ სი---- გა----–---–ის ქონებაზე. სახეზეა ორი მამკვიდრებელი ერთ ქონებაზე და ამიტომ მემკვიდრეთა მიერ სანოტარო ბიუროში შეტანილი განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს ერთი და იმავე მამკვიდრებლის სამემკვიდრო საქმის წარმოებად რამდენიმე სანოტარო ბიუროში.

 

2.2. მოპასუხე ნა----–--------–---–ი არ ცნობს სარჩელს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე იქნა ნამსჯელი აღნიშნულინ ფაქტის ირგვლივ და 2--- წლის 2- ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ზო-- იუ-------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ზო-- იუ-------ი ითხოვდა 2--- წლის 29-------–- ნა----–--------–---–ის სახელზე გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას და ასევე ნა----–--------–---–სა და მა--------------–---–ს შორის 2--- წლის 23 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გასულია ყოველგვარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მათ შორის ახლად აღმოჩენილ გარემოებით საქმის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, მოპასუხე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ გა-–--ა გრ-----------ს (მოსარჩელის დედის) დაბადების სააქტო ჩანაწერს. აღნიშნულ დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულია, რომ გა-–--ა გრ-----------ს მშობლები ა----ნ - მამა ილ--------ს ძე გრ----------- და მა---- ნაუმის ასული გრ-----------. ხოლო მამკვიდრებელი სი---- გა----–---–ის მეუღლეს წარმოადგენდა მა----მ გა----–---–ი გრ-----------. გა-–--ა გრ----------- იყო სი---- გა----–---–ის მეუღლის, მა----მ გა----–---–ის ძმისშვილი, ილია გრ-----------ს შვილი. მა----მ გა----–---–მა უკრაინის სახელმწიფოდან, ქალაქ ხ------------ წამოიყვანა გა-–--ა გრ----------- საქართველოში, თუმცა არ უშვილებლია, გა-–--ა გრ----------- არ წარმოადგენდა სი---- გა----–---–ის მეუღლის, მა----მ გა----–---–ი - გრ-----------ს შვილს და შესაბამის პირველი რიგის მემკვიდრეს. ამდენად, ვინაიდან არ არის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - დოკუმენტის კუთვნილების თაობაზე, გაურკვეველია, გა-–--ა გრ-----------ს დედად მითითებული მა---- გრ----------- და ქორწინების მოწმობაში მითითებული, სი---- გა----–---–ის მეუღლე მა----მ გა----–---–ი - გრ----------- წარმოადგენდნენ თუ არა ერთი და იგივე პირს. ვინაიდან არ დასტურდება ნათესაური კავშირი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, მოსარჩელე ზო-- იუ-------ის სასარჩელო მოთხოვნა მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მიღების თაობაზე

 

2.3. მოპასუხე მა--------------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და მან კანონის დაცვით შეიძინა ქონება მოპასუხე ნა----–--------–---–ისგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე იქნა ნამსჯელი აღნიშნული ფაქტის ირგვლივ და 2--- წლის 2- ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ზო-- იუ-------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ზო-- იუ-------ი ითხოვდა 2--- წლის 29-------–- ნა----–--------–---–ის სახელზე გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას და ასევე ნა----–--------–---–სა და მა--------------–---–ს შორის 2--- წლის 23 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გასულია ყოველგვარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მათ შორის ახლად აღმოჩენილ გარემოებით საქმის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით, სადავო უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი ქვ--–---------------, მესაკუთრეს წარმოადგენდა სი---- გა----–---–ი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - N9-1---2- თბილისის ოქტომბრის რაიაღმასკომის გადაწყვეტილება, 2-.-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 0--0-.2--8 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 34);

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 35);

 

3.1.2. სი---- გა----–---–ი 0--0-.1--- წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში მა----მ ნაუმის ასული გრ-----------სთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქორწინების მოწმობა N6-- (ტომი 1, ს.ფ. 31);

 

3.1.3. სი---- გა----–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 02 სექტემბერს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე მა----მ გა----–---–ი და შვილი მი----– გა----–---–ი;

მი----– გა----–---–ის (დაბადების თარიღ 0-.0-.1--- წელი) მშობლებს წარმოადგენდნენ სი---- გა----–---–ი და ნინა გა----–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გარდაცვალების მოწმობა, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N5-- (ტომი 1, ს.ფ. 154-155

_ქორწინების მოწმობა N6-- (ტომი 1, ს.ფ. 31);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1- (ტომი 1, ს.ფ. 137);

 

3.1.4. მა----მ გა----–---–ი გარდაიცვალა 1986 წლის 0- ივნისს. მი----– გა----–---–ი გარდაიცვალა 1998 წლის 0--------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N4489 (ტომი 1, ს.ფ. 36);

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N3642 (ტომი 1, ს.ფ. 159).

 

3.1.5. მოპასუხე ნა----–--------–---–ი წარმოადგენს მი----– გა----–---–ის (გარდაცვალების თარიღი 1998 წლის 0--------–-) და ნა----–ი გა----–---–ის (გარდაცვალების თარიღი 1996 წლის 0--------------) შვილს;

ნა----–--------–---–ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი ნი---–---–---------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N4-- (ტომი 1, ს.ფ. 1-0);

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1--- (ტომი 1, ს.ფ. 1-2);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 1-1).

 

3.1.6. მოსარჩელე ზო-- იუ-------ის (დაბადების თარიღი 2-.0-.1948 წელი) მშობლებს წარმოადგენენ მამა რახმან იუ-------ი და დედა გა-–--ა გრ-----------;

გა-–--ა იუ-------ი გარდაიცვალა 2-0- წლის 07 აპრილს;

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის 2--- წლის 2- სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შესწორდა ზო-- იუ-------ის დაბადების აქტის ჩანაწერებში დედის გვარი გრ----------- იუ-------ზე. ზო-- იუ-------ის დედის გა-–--ა იუ-------ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერებში გვარი ი---------- იუ-------ზე;

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ზო-- იუ-------ის განცხადება - შესწორდა გა-–--ა იუ-------ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში გარდაცვლილის დაბადების თარიღი 1927 წლის 0---------------, მიეთითა 1927 წლის 2--------------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N4-- )ტომი 1, ს.ფ. 24);

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0-242-7 (ტომი 1, ს.ფ. 27);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ 2-.0-.2--- წელს გაცემული დასკვნა N30- (ტომი 1, ს.ფ. 29-30).

_სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19-0-.2--- წლის გადაწყვეტილება N00---------- (ტომი 1, ს.ფ. 248-249);

 

3.1.7. გა-–--ა იუ-------ი 29-0-.1--- წლიდან რეგისტრირებული იყო სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ქვ--–---------------; ხოლო გა-–--ა იუ-------ის შვილი, მოსარჩელე ზო-- იუ-------ი მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია 2-.0-.1--- წლიდან. როგორც გა-–--ა იუ-------ი, ასევე ზო-- იუ-------ი ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 245);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 23);

_საბინაო წიგნის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 61-69);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.8. 2--- წლის 1- იანვრის დადგენილებით, ნა----–--------–---–ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ნა----–--------–---–მა ვერ წარმოადგინა მი----– გა----–---–ის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. 1-.0-.1992 წლის გარდაცვალების აქტის ჩანაწერის N3----- თანახმად, მი----– გა----–---–ი რეგისტრირებული ყოფილა ჩე---–-–---–----------ში, ხოლო სამკვიდრო ქონება იმყოფება და მამკვიდრებელი სი---- გა----–---–ი რეგისტრირებული იყო ქვ--–------------. ასევე, სამკვიდრო ქონებას არ არის დაუფლებული თვითონ ნა----–--------–---–იც, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ნი---–---–---------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ნა----–--------–---–ის 2--- წლის 1- ნოემბრის განცხადება ნოტარიუსს თა----------------ლს (ტომი 1, ს.ფ. 150);

_2--- წლის 1- იანვრის დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 151).

 

3.1.9- 2--- წლის 22 იანვრის ნოტარიუს ლ------------–---–-- დადგენილების მიხედვით, სანოტარო ბიუროს მიმართა ზო-- იუ-------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. განმცხადებლის მითითებით, სამკვიდრო ქონება არის მამკვიდრებლის გა-–--ა იუ-------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, კერძოდ, მდებარე ქ. თბილისში, ქვ--–-------------ში, რომელიც იმ დროისათვის ირიცხებოდა ზო-- იუ-------ის დედის გა-–--ა ი----------ს დედის მა---- გა----–---–ის მეუღლეზე სი---- გა----–---–ზე. ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მემკვიდრის ზო-- იუ-------ის დედის, გა-–--ა ი----------ს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი - გა-–--ა ი----------ს დაბადების მოწმობა - მესაკუთრის სი---- გა----–---–ის მეუღლესთან მა----მ გა----–---–თან, ნოტარიუსმა უარი განაცხადა სამკვიდროს მოწმობის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2--- წლის 22 იანვრის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 39);

 

3.1.1-. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- ა-----–-ს გადაწყვეტილებით, ნა----–--------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა: დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - 1998 წლის 9-------–- გარდაცვლილი მი----– გა----–---–ის მიერ 1--- წლის 2 სექტემბერს გარდაცვლილი მამის, სი---- გა----–---–ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - 1943 წლის 3---------- დაბადებული ნა----–--------–---–ის მიერ 1992 წლის 0--------–- გარდაცვლილი მამის, მი----– გა----–---–ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1- ა-----–-ს გადაწყვეტილება, საქმე N2/400-0- (ტომი 1, ს.ფ. 21--219);

 

3.1.1-. 2--- წლის 29-------–- ნოტარიუს თა----------------ლის მიერ ნა----–--------–---–ის სახელზე გაიცა ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ნა----–--------–---–მა, როგორც მამკვიდრებლის მი----– გა----–---–ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ - შვილმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო 1992 წლის 0--------–- გარდაცვლილი მი----– გა----–---–ის (გარდაცვალების მომენტისათვის მცხოვრები მისამართზე ქ. თბილისი, ჩე---–-–---–---------), სამკვიდრო ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ამ უკანასკნელის მამას, 0--0-.1--- წელს გარდაცვლილ სი---- გა----–---–ს, რომელიც I რიგის კანონიერ მემკვიდრეს, შვილს მი----– გა----–---–ს ფაქტიური ფლობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ქონება, რომლის გარდაცვალების გამო მემკვიდრეობა გადავიდა მი----– გა----–---–ის შვილზე - ნა----–--------–---–ზე.

ნა----–--------–---–მა სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2--- წლის 29-------–- ნოტარიუსს თა----------------ლის მიერ გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის N2---- (ტომი 1, ს.ფ. 1-6-1-9);

 

3.1.12. ნა----–--------–---–მა 2--- წლის 23 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქვ--–---------------, დაზუსტებული ფართობი: 547.00 კვ.მ. და შენობა-ნაგებობის საერთო ფარი 85.59 კვ.მ.. საკუთრებაში გადასცა მა--------------–---–ს. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 40 000 ლარად;

აღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0------) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მა--------------–---–ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2--- წლის 23 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრი N1----- (ტომი 1, ს.ფ. 49-52);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 15.0-.2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 53-54).

 

3.1.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2- ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზო-- იუ-------ის სარჩელი მოპასუხეების ნა----–--------–---–ის და მა--------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2--- წლის 29-------–- ნა----–--------–---–ის სახელზე გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე, ნა----–--------–---–სა და მა--------------–---–ს შორის 2--- წლის 23 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რომ დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა არა სადავო ბინაში მოსარჩელისა და დედამისის ჩაწერის ფაქტს, არამედ გა-–--ა გრ-----------ს ნათესაური კავშირის დადგენას მა----მ გრ-----------სთან. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შესძლო კანონით დადგენილი წესით დაედასტურებინა მისი ნათესაური კავშირი აწ გარდაცვლილ მა----მ გა----–---–თან (გრ---------------ნ), სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს 2--- წლის 2- ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2- ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2-----0- (ტომი 1, ს.ფ. 179-1-4);

 

3.1.1-. მოსარჩელე ზო-- იუ-------მა 1-.1-.2--- წელს მიმართა განცხადებით ნოტარიუსს თა----------------ლს და მოითხოვა 0-.0-.2-0- წელს გარდაცვლილი დედის, გა-–--ა იუ-------ის სამკვიდრო ქონებაზე ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა 0-.0-.1---წ. გარდაცვლილ სი---- გა----–---–ს. ნოტარიუსის დადგენილებით, ზო-- იუ-------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ზო-- იუ-------ის დედის 0-.0-.2-0- წ. გარდაცვლილი გა-–--ა ი----------ს სამკვიდრო ქონების გაცემაზე, ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა 0-.0-.1---წ. გარდაცვლილ სი---- გა----–---–ს, ვინაიდან სი---- გა----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე უკვე 29-0-.2--- წელს რეესტრი N2-----ით გაცემულია ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა ამ უკანასკნელის მთელ ქონებაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2--- წლის 1- ნოემბრის დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემის შეუძლებლობის შესახებ, ნოტარიუსი თა----------------ლი (ტომი 1, ს.ფ. 58);

 

3.1.15. შპს ,,უ---------------------------“ მიერ მოხდა სადავო უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქვ--–------------, შეფასება, რომლის მიხედვითაც, შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2--- წლის 1- ნოემბრის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა N1------------- (ტომი 1, ს.ფ. 70-72);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა გა-–--ა იუ-------ის დაბადების აქტის ჩანაწერი. მოიძებნა 2-.1-.1927 წელს დაბადებული გა-–--ა გრ-----------ს (ქორწინების შემდგ ,,იუ-------ი“) დაბადების აქტის ჩანაწერის (N5--, რეგისტრირებული 1-.0-.1944 წელს თბილისის წლოვანების აღმდგენი კომისიის მიერ). წარმოდგენილი დაბადების აქტის ჩანაწერით, გა-–--ა გრ-----------ს დაბადების ადგილია ქალაქი ხარკოვი, დედის გრაფაში მითითებულია მა---- ნაუმის ასული გრ----------- და მამის გრაფაში - ილ--------ს ძე გრ-----------. აღნიშნული სააქტო ჩანაწერის საფუძველზე, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაიცა გა-–--ა გრ-----------ს დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N5---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2--8 წლის 02 ივლისის მიმართვა N0-/----0-, დაბადების აქტის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 2-8-2-0);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N5-- (ტომი 1, ს.ფ. 2-);

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ზო-- იუ-------ის დედის, გა-–--ა გრ-----------სა და მამკვიდრებელ სი---- გა----–---–ის მეუღლის მა----მ გა----–---–ის (ქორწინებამდე გვარი ,,გრ-----------“) შორის ნათესაური კავშირის არსებობის თაობაზე. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოს მიერ 2009 წელს საქმის განხილვის მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი ზო-- იუ-------ის დედის, გა-–--ა იუ-------ის (ქორწინებამდელი გვარი ,,გრ-----------ს“) დაბადების მოწმობა, რაც დაადასტურებდა ზო-- იუ-------ის ნათესაური კავშირის არსებობას სადავო ქონების მესაკუთრის სი---- გა----–---–ის მეუღლესთან, მა----მ გა----–---–თან. აღნიშნული დაბადების მოწმობა მოსარჩელე მხარის მიერ მისივე განმარტებით მოძიებული იქნა 2017 წლის 19 სექტემბერს, თუმცა უტყუარი და სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს, რა გარემოებამ შეუშალა ხელი ამ მტკიცებულების მანამდე მოძიებასა და სასამართლოში წარდგენაში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა გა-–--ა გრ-----------ს დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს 18.03.1944 წელი;

საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გა-–--ა გრ-----------ს დაბადების მოწმობაში (შესაბამისად დაბადების სააქტო ჩანაწერში) დედის გრაფაში მითითებული მა---- გრ----------- (ნაუმის ასული) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათების მიხედვით, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის სი---- გა----–---–ის მეუღლე მა----მ გა----–---–ი (ქორწინებამდელი გვარი ,,გრ-----------“) წარმოადგენენ ერთი და იგივე პიროვნებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. სასამართლო განიხილავს საქმეებს: პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ და ასევე უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. მოცემულ საქმეზე არ არის წარმოდგენილი უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დამდგენი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა რომ მა----მ გა----–---–ი (გრიკორენკო) (ქორწინების მოწმობის მიხედვით) და მა---- გრ----------- (დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით) არის ერთი და იგივე პირი, შესაბამისად, დაუდგენელია უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილება, რაც ზო-- იუ-------ისათვის, როგორც გა-–--ა იუ-------ის (ქორწინებამდელი გვარი ,,გრ-----------ს“) შვილისათვის მამკვიდრებელ სი---- გა----–---–ის მეუღლის, მა----მ გა----–---–ის მემკვიდრეობითი უფლების მოპოვების საფუძველი გახდებოდა. ამდენად, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზო-- იუ-------ის ნათესაური კავშირი მამკვიდრებელ სი---- გა----–---–ის მეუღლესთან მა----მ გა----–---–თან. მხოლოდ ის გარემოება, რომ მა----მ გა----–---–ის (გრ-----------ს) მამის და გა-–--ა იუ-------ის დედის მა---- გრ-----------ს მამის სახელი იყო ნაუმი, არ წარმოადგენს უტყუარ დასაბუთებას იმისას, რომ აღნიშნული პირები ა----ნ ერთი და იგივე და ზო-- იუ-------ს, როგორც გა-–--ა იუ-------ის შვილს, გააჩნია მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით უფლება სი---- გა----–---–ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი ქვ--–------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2--8 წლის 02 ივლისის მიმართვა N0-/----0-, დაბადების აქტის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 258-260);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N5-- (ტომი 1, ს.ფ. 2-);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.3. მოპასუხე მხარემ საქმის განხილვისას წარმოადგინა მტკიცებულება, კერძოდ, ან---------ს ასული გრ-----------ს საფლავის ქვის წარწერის ამსახველი დოკუმენტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. მოპასუხე მხარის წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი ქართულ ენაზე და ამასთან, არ არის წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ან---------ს ასული გრ----------- წარმოადგენს სი---- გა----–---–ის მეუღლის მა----მ გრ-----------ს (ქორწინების შემდგომ ,,გა----–---–ი“) დას, ვინაიდან ამ ორ პირს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მამკვიდრებელ სი---- გა----–---–ის მეუღლე მა----მ გა----–---–ი რეალურად წარმოადგენდა გა-–--ა იუ-------ის მამიდას და არა დედას, არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ანნა გრ-----------ს საფლავის ქვის წარწერა (ტომი 2, ს.ფ. 15);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2--- წლის 2--------------ს გაცემული ცნობის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2-0- წლის 7----------- ,,საქართველოს ნოტარიუსთა სამუშაო უბნების განსაზღვრისა და ნოტარიუსის მიერ სამემკვიდრეო საქმეთა წარმოების მოწესრიგების თაობაზე“ N174 N4 ბრძანების მე-1- პუნქტის თანახმად, ქ---–----------- სამუშაო უბნად განსაზღვრული ჰქონდა ნოტარიუს ლ----------–---–ს. მოქმედი კანონმდებლობით, სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,ნოტა----ტის შესახებ“ საქართველოს 2--- წლის 0- დეკმებრის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 31 მარტის N7- ბრძანებით დამტკიცებულებული ინსტრუქციის საფუძველზე. სასამართლო ვერ გიაზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნოტარიუს თა----------------ლის მიერ 2--- წლის 29-------–- სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოხდა ნოტარიუსის სამუშაო უბნების ტერიტორიული ქვემდებარეობის დარღვევით, რის გამოც გაცემული სამკვიდრო მოწმობა უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. თავად ნოტარიუს თა----------------ლის განმარტებით, იგი წარმოადგენდა მამკვიდრებელ მი----– გა----–---–ის (მოპასუხე ნა----–--------–---–ის მამა) უკანასკნელი საცხოვრებელი მისამართის - ქ. თბილისი, ჩე---–-–---–---------, მიხედვით ქვემდებარეობის წესით უფლებამოსილ პირს და მას ჰქონდა იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 7----------- ბრძანებით მინიჭებული უფლება განეხორციელებინა სანოტარო მოქმედება მი----– გა----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო სახის გარემოებასა და შესაბამის მტკიცებულებაზე, მოსარჩელე მხარეს განსახილველ საქმეზე არ მიუთითებია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2--- წლის 2--------------ს გაცემული ცნობა N1------- (ტომი 1, ს.ფ. 47-48);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 187-ე, 183-ე, 477-ე, 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1-21-ე, 1-24-ე, 1-99-ე, 1500-ე, მუხლები.

 

- 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე, 542-ე, 544-ე, 540-ე, 546-ე, 556-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ზო-- იუ-------მა მოითხოვა მოპასუხე ნა----–--------–---–ის სახელზე ნოტარიუს თა----------------ლის მიერ 2--- წლის 29-------–- გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის (N2----) და ნა----–--------–---–სა და მა--------------–---–ს შორის 2--- წლის 23 ივნისის უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ქვ--–----------------------------------) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქვ--–----------------------------------, 1/2 წილზე მესაკუთრედ აღიარება.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით, სადავო უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი ქვ--–---------------, მესაკუთრეს წარმოადგენდა სი---- გა----–---–ი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - N9-1---2- თბილისის ოქტომბრის რაიაღმასკომის გადაწყვეტილება, 2-.-------. სი---- გა----–---–ი 0--0-.1--- წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში მა----მ ნაუმის ასული გრ-----------სთან. სი---- გა----–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 02 სექტემბერს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე მა----მ გა----–---–ი და შვილი მი----– გა----–---–ი. მი----– გა----–---–ის (დაბადების თარიღ 0-.0-.1--- წელი) მშობლებს წარმოადგენდნენ სი---- გა----–---–ი და ნინა გა----–---–ი. მა----მ გა----–---–ი გარდაიცვალა 1986 წლის 0- ივნისს. მი----– გა----–---–ი გარდაიცვალა 1998 წლის 0--------–-.

 

მოპასუხე ნა----–--------–---–ი წარმოადგენს მი----– გა----–---–ის (გარდაცვალების თარიღი 1998 წლის 0--------–-) და ნა----–ი გა----–---–ის (გარდაცვალების თარიღი 1996 წლის 0--------------) შვილს. ნა----–--------–---–ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი ნი---–---–---------.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები (ასევე მათი შვილები) სარგებლობენ თანასწორი წილის უფლებით. ამდენად, სი---- გა----–---–ის მეუღლე მა----მ გა----–---–ი და შვილი მი----– გა----–---–ი (რომელიც მათი საერთო შვილი არ ყოფილა) წარმოადგენენ 0--0-.1--- წელს გარდაცვლილი სი---- გა----–---–ის პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს როგორც ნათესაურ კავშირის დადგენას და აქედან გამომდინარე, ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს სამოქალაქო კოდექსის 1-21-ე და 1-24-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზო-- იუ-------ის (დაბადების თარიღი 2-.0-.1948 წელი) მშობლებს წარმოადგენენ მამა რახმან იუ-------ი და დედა გა-–--ა გრ-----------. გა-–--ა იუ-------ი გარდაიცვალა 2-0- წლის 07 აპრილს;

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის 2--- წლის 2- სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შესწორდა ზო-- იუ-------ის დაბადების აქტის ჩანაწერებში დედის გვარი გრ----------- იუ-------ზე. ზო-- იუ-------ის დედის გა-–--ა იუ-------ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერებში გვარი ი---------- იუ-------ზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ზო-- იუ-------ის განცხადება - შესწორდა გა-–--ა იუ-------ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში გარდაცვლილის დაბადების თარიღი 1927 წლის 0---------------, მიეთითოს 1927 წლის 2--------------ი;

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით, გა-–--ა იუ-------ი 29-0-.1--- წლიდან რეგისტრირებული იყო სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ქვ--–---------------; ხოლო გა-–--ა იუ-------ის შვილი, მოსარჩელე ზო-- იუ-------ი მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია 2-.0-.1--- წლიდან. მოპასუხე მხარე არ უარყოფს ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე როგორც გა-–--ა იუ-------ის, ასევე ზო-- იუ-------ის ცხოვრების ფაქტს. თუმცა სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მემკვიდრის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენამდე აუცილებელია სათანადო მტკიცებულებათა საფუძველზე დადგინდეს იმ პირის ნათესაური კავშირის არსებობა მამკვიდრებელთან, რომელიც მოითხოვს მემკვიდრეობითი საფუძვლით უფლების მოპოვებას სადავო ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-99-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2008 წლის 1- იანვრის დადგენილებით, ნა----–--------–---–ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ნა----–--------–---–მა ვერ წარმოადგინა მი----– გა----–---–ის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტი. 1-.0-.1992 წლის გარდაცვალების აქტის ჩანაწერის N3----- თანახმად, მი----– გა----–---–ი რეგისტრირებული ყოფილა ჩე---–-–---–----------ში, ხოლო სამკვიდრო ქონება იმყოფება და მამკვიდრებელი სი---- გა----–---–ი რეგისტრირებული იყო ქვ--–------------. ასევე, სამკვიდრო ქონებას არ არის დაუფლებული თვითონ ნა----–--------–---–იც, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ნი---–---–---------. ხოლო 2--- წლის 22 იანვრის ნოტარიუს ლ------------–---–-- დადგენილების მიხედვით, სანოტარო ბიუროს მიმართა ზო-- იუ-------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. განმცხადებლის მითითებით, სამკვიდრო ქონება არის მამკვიდრებლის გა-–--ა იუ-------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, კერძოდ, მდებარე ქ. თბილისში, ქვ--–-------------ში, რომელიც იმ დროისათვის ირიცხებოდა ზო-- იუ-------ის დედის გა-–--ა ი----------ს დედის მა---- გა----–---–ის მეუღლეზე სი---- გა----–---–ზე. ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მემკვიდრის ზო-- იუ-------ის დედის, გა-–--ა ი----------ს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი - გა-–--ა ი----------ს დაბადების მოწმობა - მესაკუთრის სი---- გა----–---–ის მეუღლესთან მა----მ გა----–---–თან, ნოტარიუსმა უარი განაცხადა სამკვიდროს მოწმობის გაცემაზე.

 

სასამართლოს 2--- წლის 1- ა-----–-ს გადაწყვეტილებით, ნა----–--------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა: დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - 1998 წლის 9-------–- გრადაცვლილი მი----– გა----–---–ის მიერ 1--- წლის 2 სექტემბერს გარდაცვლილი მამის, სი---- გა----–---–ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - 1943 წლის 3---------- დაბადებული ნა----–--------–---–ის მიერ 1992 წლის 0--------–- გარდაცვლილი მამის, მი----– გა----–---–ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერი დროს.

2--- წლის 29-------–- ნოტარიუს თა----------------ლის მიერ ნა----–--------–---–ის სახელზე გაიცა ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ნა----–--------–---–მა, როგორც მამკვიდრებლის მი----– გა----–---–ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ - შვილმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო 1992 წლის 0--------–- გარდაცვლილი მი----– გა----–---–ის (გარდაცვალების მომენტისათვის მცხოვრები მისამართზე ქ. თბილისი, ჩე---–-–---–---------), სამკვიდრო ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ამ უკანასკნელის მამას, 0--0-.1--- წელს გარდაცვლილ სი---- გა----–---–ს, რომლიც I რიგის კანონიერ მემკვიდრეს, შვილს მი----– გა----–---–ს ფაქტიური ფლობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ქონება, რომლის გარდაცვალების გამო მემკვიდრეობა გადავიდა მი----– გა----–---–ის შვილზე - ნა----–--------–---–ზე. ნა----–--------–---–მა სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ნა----–--------–---–მა 2--- წლის 23 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქვ--–---------------, დაზუსტებული ფართობი: 547.00 კვ.მ. და შენობა-ნაგებობის საერთო ფარი 85.59 კვ.მ.. საკუთრებაში გადასცა მა--------------–---–ს. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 40 000 ლარად. აღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0------) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მა--------------–---–ის სახელზე და დღეის მდგომარეობითაც, ეს უკანასკნელი წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნით ზო-- იუ-------ს უკვე წარდგენილი ჰქონდა სარჩელი სასამართლოში მოპასუხეების ნა----–--------–---–ის და მა--------------–---–ის მიმართ. კერძოდ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2- ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზო-- იუ-------ის სარჩელი მოპასუხეების ნა----–--------–---–ის და მა--------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2--- წლის 29-------–- ნა----–--------–---–ის სახელზე გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე, ნა----–--------–---–სა და მა--------------–---–ს შორის 2--- წლის 23 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რომ დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა არა სადავო ბინაში მოსარჩელისა და დედამისის ჩაწერის ფაქტს, არამედ გა-–--ა გრ-----------ს ნათესაური კავშირის დადგენას მა----მ გრ-----------სთან. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეძლო კანონით დადგენილი წესით დაედასტურებინა მისი ნათესაური კავშირი აწ გარდაცვლილ მა----მ გა----–---–თან (გრ---------------ნ), სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს 2--- წლის 2- ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. თუმცა აღნიშნულის საპასუხოდ, მოსარჩელე მხარე წინამდებარე სარჩელის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ზო-- იუ-------ის დედის, გა-–--ა იუ-------ის (გრ-----------ს) დაბადების მოწმობის (აქტის ჩანაწერის) არსებობის პირობებში, დგინდება მოსარჩელის ნათესაური კავშირი მა----მ გა----–---–თან, მამკვიდრებელ სი---- გამჯაშვლის მეუღლესთან, რომელმაც, მოსარჩელე მხარის განმარტებით მიიღო სადავო სამკვიდრო ფაქტობრივად დაუფლების წესით.

 

მოსარჩელე მხარის მითითებით, მისთვის სადავო გარემოების დამდგენი დოკუმენტის - გა-–--ა იუ-------ის დაბადების მოწმობის მოძიება მოხდა 2--- წლის სექტემბრის თვეში. საქმის არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელე ზო-- იუ-------მა 1-.1-.2--- წელს განმეორებით მიმართა განცხადებით ნოტარიუსს თა----------------ლს და მოითხოვა 0-.0-.2-0- წელს გარდაცვლილი დედის, გა-–--ა ი----------ს სამკვიდრო ქონებაზე ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა 0-.0-.1---წ. გარდაცვლილ სი---- გა----–---–ს. ნოტარიუსის დადგენილებით, ზო-- იუ-------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ზო-- იუ-------ის დედის 0-.0-.2-0- წ. გარდაცვლილი გა-–--ა ი----------ს სამკვიდრო ქონების გაცემაზე, ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა 0-.0-.1---წ. გარდაცვლილ სი---- გა----–---–ს, ვინაიდან სი---- გა----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე უკვე 29-0-.2--- წელს რეესტრი N2-----ით გაცემულია ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა ამ უკანასკნელის მთელ ქონებაზე. სასამართლო აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ 2--- წელს საქმის განხილვის მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი ზო-- იუ-------ის დედის, გა-–--ა იუ-------ის (ქორწინებამდელი გვარი ,,გრ-----------ს“) დაბადების მოწმობა, რაც დაადასტურებდა ზო-- იუ-------ის ნათესაური კავშირის არსებობას სადავო ქონების მესაკუთრის სი---- გა----–---–ის მეუღლესთან, მა----მ გა----–---–თან.

 

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების წარდგენის წესს, რომლის მიხედვითაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუკი მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე კოდექსის 426-ე მუხლით კი დადგენილია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ვადა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია განცხადება (რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი) და იგი სადავოდ ქცეულ უფლებათა დაცვის მიზნით დავობს სასარჩელო წესით.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის ფარგლებში, აუცილებელია დადგინდეს მოსარჩელე ზო-- იუ-------ის ნათესაური კავშირი მა----მ გა----–---–თან (გრ-----------სთან), რომელიც წარმოადგენს მამკვიდრებელ სი---- გა----–---–ის მეუღლეს. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა გა-–--ა იუ-------ის დაბადების აქტის ჩანაწერი. მოიძებნა 2-.1-.1927 წელს დაბადებული გა-–--ა გრ-----------ს (ქორწინების შემდგ ,,იუ-------ი“) დაბადების აქტის ჩანაწერის (N5--, რეგისტრირებული 1-.0-.1944 წელს თბილისის წლოვანების აღმდგენი კომისიის მიერ). წარმოდგენილი დაბადების აქტის ჩანაწერით, გა-–--ა გრ-----------ს დაბადების ადგილია ქალაქი ხარკოვი, დედის გრაფაში მითითებულია მა---- ნაუმის ასული გრ----------- და მამის გრაფაში - ილ--------ს ძე გრ-----------. აღნიშნული სააქტო ჩანაწერის საფუძველზე, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაიცა გა-–--ა გრ-----------ს დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N5--. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ზო-- იუ-------ის დედა, გა-–--ა გრ----------- წარმოადგენდა მამკვიდრებელ სი---- გა----–---–ის მეუღლის, მა----მ გა----–---–ის (ქორწინებამდე გვარი ,,გრ-----------“) შვილს. თუმცა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მოცემულ საქმეზე არ არის წარმოდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. მეორე ნაწილით, სასამართლო განიხილავს საქმეებს პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ და ასევე, პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ და ასევე უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გა-–--ა გრ-----------ს დაბადების მოწმობაში (შესაბამისად დაბადების სააქტო ჩანაწერში) დედის გრაფაში მითითებული მა---- გრ----------- (ნაუმის ასული) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათების მიხედვით, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის სი---- გა----–---–ის მეუღლე მა----მ გა----–---–ი (ქორწინებამდელი გვარი ,,გრ-----------“) წარმოადგენენ ერთი და იგივე პიროვნებას. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ გა-–--ა გრ----------- (ქორწინების შემდგ იუ-------ი) წარმოადგენს მა----მ გა----–---–ის (სი---- გა----–---–ის) შვილს და შესაბამისად, მის დანაშთ ქონებზე უფლებამოსილ პირს. ამდენად, ზო-- იუ-------ის, როგორც მემკვიდრის უფლება სი---- გა----–---–ის მეუღლის მა----მ გა----–---–ის დანაშთ სამკვიდროზე, არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებით. დაუდგენელია უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილება, რაც ზო-- იუ-------ისათვის, როგორც გა-–--ა იუ-------ის (ქორწინებამდელი გავრი ,,გრ-----------ს“) შვილისათვის მამკვიდრებელ სი---- გა----–---–ის მეუღლის, მა----მ გა----–---–ის მემკვიდრეობითი უფლების მოპოვების საფუძველი გახდებოდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მა----მ გა----–---–ის (გრ-----------ს) მამის და გა-–--ა იუ-------ის დედის მა---- გრ-----------ს მამის სახელი იყო ნაუმი, არ წარმოადგენს უტყუარ დასაბუთებას იმისას, რომ აღნიშნული პირები ა----ნ ერთი და იგივე და ზო-- იუ-------ს, როგორც გა-–--ა იუ-------ის შვილს, გააჩნია მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით უფლება სი---- გა----–---–ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი ქვ--–------------. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი იქნა ან---------ს ასული გრ-----------ს საფლავის ქვის წარწერის ამსახველი დოკუმენტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. მოპასუხე მხარის წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი ქართულ ენაზე და ამასთან, არ არის წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ან---------ს ასული გრ----------- წარმოადგენს სი---- გა----–---–ის მეუღლის მა----მ გრ-----------ს (ქორწინების შემდგომ ,,გა----–---–ი“) დას, ვინაიდან ამ ორ პირს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო შეეხება ასევე სასარჩელო მოთხოვნას ნოტარიუს თა----------------ლის მიმართ. ნოტარიუს თა----------------ლის განმარტებით, იგი წარმოადგენდა მამკვიდრებელ მი----– გა----–---–ის (მოპასუხე ნა----–--------–---–ის მამა) უკანასკნელი საცხოვრებელი მისამართის - ქ. თბილისი, ჩე---–-–---–---------, მიხედვით ქვემდებარეობის წესით უფლებამოსილ პირს და მას ჰქონდა იუსტიციის მინისტრის 2-0- წლის 7----------- ბრძანებით მინიჭებული უფლება განეხორციელებინა სანოტარო მოქმედება მი----– გა----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო სახის გარემოებასა და შესაბამის მტკიცებულებაზე, მოსარჩელე მხარეს განსახილველ საქმეზე არ მიუთითებია. შესაბამისად, ამ საფუძვლით, 2--- წლის 29-------–- გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. თუმცა, ზემოთ როგორც აღინიშნა, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილი მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, არ დადასტურდა ზო-- იუ-------ის მემკვიდრეობით-სამართლებრივი უფლება მამკვიდრებელ სი---- გა----–---–ის დანაშთ ქონებაზე, ვინაიდან არ იქნა სათანადო მტკიცებულებით დადგენილი ზო-- იუ-------ის, როგორც გა-–--ა იუ-------ის (ქორწინებამდე გვარი ,,გრ-----------ს“) ნათესაური კავშირი სი---- გა----–---–ის მეუღლესთან, მა----მ გა----–---–თან.

 

მოსარჩელე მხარე ასევე მოითხოვს 2--- წლის 23 ივნისს, მოპასუხეებს ნა----–--------–---–ს და მა--------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე მა--------------–---–ი არ წარმოადგენს კეთილისნდისიერ შემძენს, ვინაიდან მან იცოდა, რომ გასხვისებულ სახლში ცხოვრობდა და კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა მოსარჩელე ზო-- იუ-------ი, რაზედაც ნა----–--------–---–თან ჰქონდა დავა. მა--------------–---–ი დაიბადა და გაიზარდა სადავო საცხოვრებელი სახლის მეზობლად და მისთვის აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. შემძენის ინტერესების დამცავი ზემოხსენებული სანივთო დანაწესი ნაკარნახევია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით, რასაც ხელს უწყობს კანონითვე დაშვებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. დადგენილია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხე მა--------------–---–ის სახელზე. ნა----–--------–---–მა, როგორც მი----– გა----–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ქონება საკუთრებაში, რის შემდეგაც, მან სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ განკარგა იგი. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, კოდექსის სხვა ნორმებთან ერთად ქმნის უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიას. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ცანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა რომ ჩანაწერი უზუსტოა. განსახილველ საქმეზე, ვერ დადასტურდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება მოპასუხე მა--------------–---–ის, როგორც შემძენი არაკეთილსინდისიერების თაობაზე, ვინაიდან, ამ უკანასკნელის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სადავო ქონების მესაკუთრესთან იქნა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მა--------------–---–მა ნამდვილი უფლების საფუძველზე მიიღო საკუთრება ნა----–--------–---–ისგან, ამდენად, მოდავე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ სახის მტკიცებულება, რაც ეჭქვეშ დააყენებდა მოპასუხე მა--------------–---–ის მიერ უფლების შეძენის ნამდვილობას.

ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელე ზო-- იუ-------ის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ზო-- იუ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 27 დეკემბრის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და აეკრძალა მა--------------–---–ს მის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ქვ--–---------------, ს/კ 0--------------- – 1/2 ნაწილის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზო-- იუ-------ის (პირადი N0----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქმეზე 2--------- გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე