მუხლი 272. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის თქმით
1. რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით.
2. მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობა დამგირავებელს უბრუნდება ან მოგირავნე უარს ამბობს გირავნობის უფლებაზე.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(530)
საქმე №ას-914-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
…თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი,…
საქმე №ას-1544-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
…საჩივრის ავტორმა საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. შესაბამისად, სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ს ა…
საქმე №ბს-868(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2025
…სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნების საფუძველი (შდრ №ბს-489(კ-23), 27.09.2024 წელი). ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სსსკ-ის მე-3, 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ფ.ბ-ვის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს. 2. შეწყდეს საქმის წარმოება…
საქმე №ას-516-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…დაუდგენლობის საფუძვლით არსებობს მხარის გარდაცვალების გამო მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე, 399-ე, 378-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. განახლდეს ნ.ა–ის საკასაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოება; 2. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი; 3.…
საქმე №ას-564-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით (იხ. სუსგ. საქმე №ას-688-2024, 08.10.2025წ.). 12. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. 13.…
საქმე №ას-72-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
საქმე №ას-17-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2025
საქმე №ას-688-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
საქმე №ას-727-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
საქმე №ას-1022-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2025
საქმე №ა-194-შ-9-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2025
საქმე №ას-762-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.08.2025
საქმე №ას-859-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
საქმე №ას-545-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025