მუხლი 278. გირავნობის საგნის რეალიზაციისა და მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება
სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლი · სკ 278
გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(51)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 51-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-938-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 276-ე მუხლის პირველ ნაწილსა და სსკ-ის 278-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა წერილობითი სალომბარდე ხელშეკრულება და აპელანტის მოძრავი ნივთები მოწინააღმდეგე მხარეს პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა.
საქმე №ას-125-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2020
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოვალის მხრიდან ვადის გადაცილებისა და შესრულების განუხორციელებლობის გამო, უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა გირავნობის საგნის საშუალებით მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, გარდა ამისა, დაცულია ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები.
მ-ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება და მას შემდეგ, რაც კლიენტებმა დაარღვიეს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამომხმარებლო კრედიტის დაფარვის თაობაზე, ბანკს წარმოეშვა გირავნობის საგანზე უფლება ( სკ-ის 278-ე მუხლი). კრედიტორის ზემოაღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნით, ორმხრივად გაფორმდა ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი) გირავნობის საგნის სს „ს.
…ის, რომ 2009 წლის 13 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო გირავნობის საგნებით, რომელთა ღირებულება, ბანკისვე შეფასებით, 3557,44 აშშ დოლარს წარმოადგენდა, შესაბამისად, მოპასუხე აპელირებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე, 283-ე და 285.1 მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა რომ 2009 წლის 26 დეკემბრის კრედიტორის მიერ დაგირავებული ნივთების რეალიზაციის კანონიერება…
სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ვალდებულების შესრულების ვადა 2012 წლის 20 მაისი გავიდა, თუმცა, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოვალემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა, რა დროსაც სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად (გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 278, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-278/